კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მწერლები და პოეტები

  • Home
  • ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი

ჯანსუღ ჩარკვიანი (დ. 30 სექტემბერი 1931, სურმუში, — გ. 6 ნოემბერი, 2017, თბილისი) – პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1995 და 1999…

ჟუჟუნა ხაჯიშვილი

ჟუჟუნა ხაჯიშვილი (1957 – 2022) – პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი 1989 წლიდან. დაიბადა 1957 წლის 13 ა გვისტოს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში. 1974 წელს დაამთავრა წყავროკის…

იროდიონ ქავჟარაძე

იროდიონ ქავჟარაძე (1893-1988) – მთარგმნელი, მწერალი პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909, პირველი წიგნი “მოთხრობები” – 1928 წელს. ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები “ადამი და ევა” (1965), “ერმილე ბაბუა” (1970), დოკუმენტური მოთხრობა “ვალმოხდილი” (1978),…

დავით ჭავჭავაძე

დავით ჭავჭავაძე (1924-2014) – ამერიკელი პუბლიცისტი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაიბადა ლონდონში თავად პავლე ჭავჭავაძის ოჯახში. 1943 წლიდან აშშ-ს არმიაშია, მონაწილეობდა “ლენდ-ლიზის” პროგრამაში. დაკრძალულია არლინგტონის სამხედრო…

მარიკა (მარიამ) ბარათაშვილი

მარიკა (მარიამ) ბარათაშვილი (დ. 7 აპრილი, 1908, ქ. ჭიათურა, — გ. 30 დეკემბერი, 2008)- პოეტი, დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1945 წელს დაამთავრა თსუ-ს დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965-1991…

ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი

ნიკოლოზ ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) პოეტი. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა…

ვოვა სიხარულიძე

ვოვა სიხარულიძე (1940-1989) ისტორიკოსი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1967 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი მოთხრობა “მეათე მოწმე”, რომელიც მალევე ითარგმნა ათამდე უცხო ენაზე. მას მოჰყვა მოთხრობები “მაცგი”, “უხამსი”.…

ილია სიხარულიძე

ილია სიხარულიძე (დ. 28 აგვისტო, 1889, სოფ. ბუკისციხე, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 7 იანვარი, 1963, თბილისი) პოეტი, პედაგოგი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი (1939). 1909 წელს ჩაირიცხა ხონის ე.წ. „ქუთაისის საოსტატო…

ნიკოლოზ ჩაჩავა

ნიკოლოზ ჩაჩავა (დ. 26 ივნისი, 1901, ქუთაისი — გ. 14 აგვისტო, 1974, თბილისი) პოეტი, ჟურნალისტი. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. ლექსების წერა ქუთაისში…

გრიგოლ რობაქიძე

გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქუთაისის…