კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მამუკა ონაშვილი

მამუკა ონაშვილი (დ. 1 ივნისი, 1967, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2022, თბილისი) – მომღერალი, სიმღერების ავტორი და იუმორისტი. საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგ–ბენდ „ნიას“ სოლისტად.…

ალექსანდრე ქართველი

ალექსანდრე ქართველი (ნამდვილი გვარი ქართველიშვილი; დ. 9 სექტემბერი, 1896, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1974, ნიუ-იორკი) – ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე…

ნიკოლოზ ქართველიშვილი

ნიკოლოზ ქართველიშვილი (დ. 30 მაისი, 1872, თბილისი — გ. 30 მაისი, 1922) – მუსიკალური მოღვაწე. ნიკოლოზმა მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, თუმცა თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ერთხანს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის…

ვალერიან ქაშაკაშვილი

ვალერიან ქაშაკაშვილი (დ. 3 მაისი, 1898, ბაღდათი — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) – საოპერო მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1923 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1925 წელს განათლების…

ალუდა ქეთელაური

ალუდა ქეთელაური (დ. 15 ნოემბერი, 1987 — გ. 12 ივნისი, 2012) – მომღერალი და პოეტი. ალუდა წარმოშობით დუშეთიდან იყო და თბილისში მეგობართან ერთად ცხოვრობდა. ჯგუფი „მეხუთე სეზონი“, რომელშიც იგი გამოდიოდა,…

თეონა ქუმსიაშვილი

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, ხევსურეთი) მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. დაიბადა დაბა სიონში, 1984…

ნიკო ქუმსიაშვილი

ნიკო ქუმსიაშვილი (1892-1942) – საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი. დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. 1905–1913წწ. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლაში; დაამთავრა ქ. იალტის ნიკიტინის…

იეროთეოზი

ეპისკოპოსი იეროთეოზი (აივაზაშვილი) (1862-1942) კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1886 წელს სემინარიელ იოსებ ლაღიაშვილის მიერ რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის შემდეგ სემინარიაში დაიწყო ქართველი სტუდენტებისა…

ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1881, სურები — გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. ცნობილი იყო ასევე პარტიული…

ოთარ რამიშვილი

ოთარ რამიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1934 − გ. 6 ოქტომბერი, 2011) – მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული…