მამია დუმბაძე
მამია დუმბაძე (1915-1990) – ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989წწ. იყო საქართველოს შუა…
ვახტანგ აბრამაშვილი
ვახტანგ აბრამაშვილი (1928-1992) – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა(1951) და მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის(1956) არქიტექტურის ფაკულტეტები. 1972 წლიდან 1988 წლამდე “თბილქალაქპროექტში” არქიტექტურულ…
ნუგზარ ანდღულაძე
ნუგზარ ანდღულაძე (1933-2014) – ხელოვნებათმცოდნე, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1962 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის…
კოკი მახარაძე
კოკი მახარაძე (1929-1992) – საქართველოს სახალხო მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1973 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი ნამუშევრები თბილისში: “სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში” (1952), “ასპინძის…
მინდია სალუქვაძე
მინდია სალუქვაძე (დ. 3 მაისი, 1933, თბილისი, — გ. დეკემბერი, 2018) — ფიზიკოსი, აკადემიკოსი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.…
ემანუელ აფხაიძე
ემანუელ აფხაიძე (დ. 17 აგვისტო/29 აგვისტო, 1899, ქუთაისი — გ. 8 სექტემბერი, 1970, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1946). 1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სუფლიორად ქუთაისის…
კონსტანტინე ანდრონიკოვი
კონსტანტინე ანდრონიკოვი (1916-1997) – დიპლომატი, თეოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი. საფრანგეთის საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. 1920 წელს ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. საშუალო განათლება მიიღო ინგლისსა(სიფორდის კოლეჯი) და საფრანგეთში(ჟერსონის სკოლა, ჟანსონ დე სელის…
პავლე აბრამიძე
პავლე აბრამიძე (1901-1989) – გენერალ-მაიორი, პირველი ქართველი საბჭოთა გენერალი. მეორე მსოფლიო ომში დივიზიის მეთაური, იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან; 1942-45 წწ. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წ. სამხედრო სამსახურში აღადგინეს.…
ჟანი მეძმარიაშვილი
ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1973 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორად.…
ვლადიმერ ქერქაძე
ვლადიმერ ქერქაძე (1915-1989) – საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სოფლის მეურნეობის მინისტრი; დაიბადა 1915 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. 1941 წელს…