კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ალექსანდრე ჭავჭავაძე (დ. 1786, რუსეთი, პეტერბურგი — გ. 6 ნოემბერი, 1846, საქართველო, თბილისი) პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. 1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო…

არსენ შველაშვილი

არსენ შველაშვილი (დ. 30 მარტი, 1935, სოფ. ზემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი — გ. 1999) ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური…

ნოდარ სიმონია

ნოდარ სიმონია (1932-2019) პოლიტოლოგი, ისტორიის მეცნიერებთა დოქტორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით. 1990 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად.…

ალბერტ თავხელიძე

ალბერტ თავხელიძე (დ. 16 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 27 თებერვალი, 2010, მოსკოვი) ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974) და მისი პრეზიდენტი (1986-2005). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.…

მაგალი თოდუა

მაგალი თოდუა (1924-2016) აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი, ფილოლგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1949 წელს. 1950-1961წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი ლაბორანტი და უფროსი მასწავლებელი; 1961-1966წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის…

ფრიდონ თოდუა

ფრიდონ თოდუა (დ. 9 იანვარი, 1944, ზუგდიდი — გ. 7 ოქტომბერი, 2017) ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს. 2008-2012წწ. საქართველოს…

მირიან თოფჩიშვილი

მირიან თოფჩიშვილი (1935-2023) გეოლოგი, პალეონთოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს. 1958 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ლაბორანტი; 1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;…

ზურაბ თოფურია

ზურაბ თოფურია (1905-1963) ინჟინერი, საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე. 1951 წელს ახალი აპარატურის შექმნისათვის მიენიჭა სტალინური პრემია. დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

ვარლამ თოფურია

ვარლამ თოფურია (დ. 8 იანვარი, 1901, სოფელი ონტოფო, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აგვისტო, 1966, თბილისი) – ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას…

სამსონ თოფურია

სამსონ თოფურია (1854-1904) თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი 1885 წელს ს. თოფურიამ დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნლო ფაკულტეტი და მიენიჭა ექიმის წოდება. იგი ცოდნის გაღრმავების მიზნით, გერმანიაში მიემგზავრებოდა ცნობილ პროფესორ ვირხოვთან, რომის…