კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გურამ ლებანიძე

გურამ ლებანიძე

გურამ ლებანიძე (1935-2021) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება. იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის…

ვლადიმერ ლეშკაშელი

ვლადიმერ ლეშკაშელი (1929-1991) – გენერალ-მაიორი. გერმანიაში საბჭოთა ჯარების დაჯგუფების მოტომსროლელი დივიზიის მეთაური (1972-1974), ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი (1980-1982), ჩრდ. კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე (1982-1991), დაჯილდოებულია 3…

ლეჟო ლასარეიშვილი

ლეჟო ლასარეიშვილი (1927-2004) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1991). საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მრავალწლოვანი კულტურების განყოფილების სწავლული მდივანი; დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი 1949 წელს.…

რამაზ ლაღიძე

რამაზ ლაღიძე (1913-1988) – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1955). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მიტროფანე ლაღიძის შვილი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1936 წელს. 1953 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური…

თამთა ლიპარტელიანი

თამთა ლიპარტელიანი (1988-2011) – ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერაქტი განახორციელა. კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში ტერორისტმა 77 ადამიანი მოკლა. თავდასხმის მომენტში კუნძულზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფებოდა.…

სოლომონ ლიონიძე

სოლომონ ლიონიძე (1754-1811) – დიპლომატი, მეფე ერეკლეს მდივანი. “გეორგიევსკის ტრაქტატის” ერთ-ერთი ავტორი. განათლება მიიღო თელავის სამეფო კარის სკოლაში. იგი იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, მონაწილეობდა ჩვენი სამეფოების საშინაო და საგარეო საქმეებში, ზრუნავდა…

თამარ ლაშქარაშვილი

თამარ ლაშქარაშვილი (1916-2001) – საქართველოს სსრ განათლების მინისტრი (1960-1976), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, 1937-დან 1951 წლამდე პედაგოგიურ სამუშაოზეა. იგი მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო შემდეგ დირექტორად. 1951 წლის…

მიხეილ ლაშქარაშვილი

მიხეილ ლაშქარაშვილი (დ. 1884, სოფ. ქვემო ხანდაკი, კასპის მუნიციპალიტეტი, — 1952, საფრანგეთი) – სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე; ანტი-საბჭოთა პარტიზანული რაზმის ხელმძღვანელი ქართლში 1920-იანი წლების დასაწყისში. 1900-იანი წწ. დასაწყისში მუშაობდა იარალოვის…

გრიგოლ ლაშქარევი

გრიგოლ ლაშქარევი (ლაშქარაშვილი) (1788-1849) – წარმოშობით ქართველი, რუსი სენატორი, გენერალ ლეიტენანტი. დაიბადა წარმოშობით ქართველი თავადის სერგეი ლაშქარაშვილის ოჯახში. 1808 წლიდან მუშაობს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინოსტროში. მონაწილეობდა ბოროდინოს ომში. 1813 წლის…

მურმან ლებანიძე

მურმან ლებანიძე (დ. 14 ნოემბერი, 1922, აღსთაფა, აზერბაიჯანის სსრ — გ. 17 აგვისტო, 2002, თბილისი, საქართველო) — პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს…