კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • მზია ნადირაძე

მზია ნადირაძე

მზია ნადირაძე (1934-2022) – სამუზეუმო საქმის სპეციალისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ძალიან ახალგაზრდამ დაიწყო კულტურის სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა. სამუზეუმო საქმიანობაში თვალსაჩინო წვლილის შეტანისათვის მზია ნადირაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. დაკრძალულია თბილისში,…

დიმიტრი ნამგალაძე

დიმიტრი ნამგალაძე (1903-1957) – გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია 1936 წელს. დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის დაზვერვის უფროსის მოადგილედ.…

გია ნადარეიშვილი

გია ნადარეიშვილი (1921-1991) – ექიმი, სპორტსმენი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს. 1961 წლიდან ქალაქ თბილისის მთავარი ნევროპათოლოგი. პროფესიით ექიმი-ნევროლოგი; საჭადრაკო კომპოზიტორი (ეტიუდისტი). მრავალი წიგნის ავტორი საჭადრაკო კომპოზიციაში.1938 წლიდან…

ოთარ ნაჭყებია

ოთარ ნაჭყებია (1925-1994) – გენერალ-მაიორი, დივიზიის მეთაურის მოადგილე (1966), ამიერკავკასიის ზურგის უფროსის მოადგილე (1985), დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. დაიბადა ბათუმში. დაამთავრა იქვე მე-4 ქართული სკოლა.1943 წელს გაიწვიეს საბჭოთა…

გურამ ნამგალაძე

გურამ ნამგალაძე (1938-2020) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1961 წელს, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე საქმიანობა მშობლიური ქალაქის საზღვაო ნავსადგურში დაიწყო. 1968 წლიდან გურამ ნამგალაძე საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში…

შალვა ნადიბაიძე

შალვა ნადიბაიძე (1907-1964) – სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1934 წელს ლენინგრადში დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზის მრეწველობის…

ალექსანდრე ნამორაძე

ალექსანდრე ნამორაძე (დ. 18 აგვისტო, 1891, დაბა თიანეთი, — გ. 11 ივლისი, 1958, თბილისი) – ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).…

სულხან ნასიძე

სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) – კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო…

ივანე ნიკურაძე

ივანე ნიკურაძე (1894-1979) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროდინამიკის სპეციალისტი. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი…

ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელი

ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელი (1908-1977) – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.