კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნ

  • Home
  • შალვა ნადიბაიძე

შალვა ნადიბაიძე

შალვა ნადიბაიძე (1907-1964) – სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1934 წელს ლენინგრადში დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზის მრეწველობის…

ალექსანდრე ნამორაძე

ალექსანდრე ნამორაძე (დ. 18 აგვისტო, 1891, დაბა თიანეთი, — გ. 11 ივლისი, 1958, თბილისი) – ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).…

სულხან ნასიძე

სულხან ნასიძე (დ. 17 მარტი, 1927, თბილისი — გ. 21 სექტემბერი, 1996) – კომპოზიტორი და პიანისტი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966), საქართველოს სახალხო…

ივანე ნიკურაძე

ივანე ნიკურაძე (1894-1979) – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროდინამიკის სპეციალისტი. ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1917 წელს. 1918 სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილი…

ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელი

ალექსანდრე (ახმედ) ნოღაიდელი (1908-1977) – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ვიქტორ ნოზაძე

ვიქტორ ნოზაძე (დ. 17 სექტემბერი, 1893, სოფ. წირქვალი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 1975, საფრანგეთი) — ემიგრანტი, პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, რუსთველოლოგი. ვიქტორ ნოზაძე დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში. სწავლა დაიწყო საჩხერის…

ბორის ნებიერიძე

ბორის ნებიერიძე (1942-2008) – კინორეჟისორი, უკრაინის დამსახურებული ხელოვანი. დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის კინომეტოგრაფიის ინსტიტუტში. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

ნინო ნაკაშიძე

ნინო ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 14 იანვარი, 1872, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე. პირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, შემდეგ…

არჩილ ნატროშვილი

არჩილ ნატროშვილი (1905-1980) – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1931 წელს. 1928-1930წწ. მუშობს საქართველოს მერძეული მესაქონლეობის კავშირის მეცხვარეობის ზოოტექნიკოსად; 1931-1933წწ. საქართველოს კოლმეურნეობის ცენტრში უფროს…

გიორგი ნატროშვილი

გიორგი ნატროშვილი (1910-1998) – მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს. 1930 წლიდან იყო “ლიტერატურული გაზეთის”, “დროშის” და “მნათობის” მთავარი რედაქტორი. მისი პირველი ნაწარმოები დაიბეჭდა 1930 წელს გაზეთში…