ნოე რამიშვილი
ნოე რამიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1881, სურები — გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. ცნობილი იყო ასევე პარტიული…
ოთარ რამიშვილი
ოთარ რამიშვილი (დ. 24 ოქტომბერი, 1934 − გ. 6 ოქტომბერი, 2011) – მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი, თბილისის კოლორიტი. 2009 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ოთარ რამიშვილის მიერაა დაწერილი და შესრულებული…
სიმონ რამიშვილი
სიმონ რამიშვილი (1903-1973) – კონტრ-ადმირალი, პირველი ქართველი ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ესპანეთის ქალაქ კარტეხენის სამხედრო-საზღვაო ბაზის მეთაურის მრჩეველი, ლენინგრადის და კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებლების უფროსი, დაჯილდოებულია 9 ორდენით და…
ოთარ რატიანი
ოთარ რატიანი (1920 – 1992) – ილუზიონისტი-“კაცი უჩინმაჩინი”, რუსეთის დამსახურებული არტისტი. დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტრის სასაფლაოზე.
გრიგოლ რობაქიძე
გრიგოლ რობაქიძე (დ. 28 ოქტომბერი, 1882, სვირი (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია ― გ. 19 ნოემბერი, 1962, ჟენევა) მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქუთაისის…
ალიოშა რობაქიძე
ალიოშა რობაქიძე (1924-2003) მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის…
ივანე როსტომაშვილი
ივანე როსტომაშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1852, სოფ. კურდღელაური, თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აგვისტო, 1924, თბილისი) პედაგოგი, ჟურნალისტი, მწიგნობარი, ენციკლოპედისტი. 1870 წელს შევიდა თბილისის საოსტატო სემინარიაში, რომელიც შემდეგ ალექსანდრეს სახელობის…
მიხეილ რჩეულიშვილი
მიხეილ რჩეულიშვილი (1907-1994) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი(1956), პროფესორი(1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1929 წელს. 1927 წლიდან მუშაობას იწყებს პროფ. ი. ჯანდიერთან, ახლად დაარსებულ საქართველოს…
გურამ რჩეულიშვილი
გურამ რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი – გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) – მწერალი. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ…
ედვარდ რთველაძე
ედვარდ რთველაძე (1942-2022) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. უზბეკეთის ოლი მაჯლისის (პარლამენტის) სენატის წევრი. იკვლევდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ისტორიის,…