კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • იოსებ ჟორდანია

იოსებ ჟორდანია

იოსებ ჟორდანია (დ. 15 მაისი, 1895, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1962, რიო-დე-ჟანეირო) – გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1923 წელს ჟორდანიამ დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. 1939 წლიდან იგი განაგებდა…

ვახტანგ ჟორდანია

ვახტანგ ჟორდანია (1948-2011) დირიჟორი, ჰერბერტ ფონ კარაიანის სახელობის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი 1983 წლიდან აშშ ქალაქ ჩატანუგას სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორად მუშაობდა. შემდეგ, 2005 წლამდე ხარკოვის სიმფონიური ორკესტრის კონსულტანტი იყო.…

გაიოზ (გიზო) ჟორდანია

გაიოზ (გიზო) ჟორდანია (დ. 25 სექტემბერი, 1934, ლანჩხუთი — გ. 19 ნოემბერი, 2016, თბილისი) – თეატრის რეჟისორი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1983), რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (1999).…

ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია (ფსევდონიმები: კოსტროვი, ანი, ნარი, ნარიძე და სხვა, დ. 2 იანვარი/14 იანვარი, 1868, ლანჩხუთი — გ. 11 იანვარი, 1953, პარიზი) – პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის…

თემურ ჟღენტი

თემურ ჟღენტი (1942-2014) პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი . დაამთვრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1973წწ. – კომკავშირული სამუშაო; 1974-1975წწ. – განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1975-1976წწ. – ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო-მეთოდური…

პეტრე ჟღენტი

პეტრე ჟღენტი (1903-1993) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1930 წელს. 1948-1950 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტის დეკანი; 1958 წლიდან…

ვლადიმერ ჟღენტი

ვლადიმერ ჟღენტი (დ. 20 ნოემბერი, 1891, ფიჩხისჯვარი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 ივლისი, 1972, თბილისი) ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950).…

ბესო ჟღენტი

ბესო ჟღენტი (დ. 1 ივლისი, 1903, სოფ. ქვაციხე — გ. 18 ოქტომბერი, 1976, თბილისი) კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. 1932-1937 წლებში იყო…

ალექსანდრე ჟღენტი

ალექსანდრე ჟღენტი (დ. 4 აპრილი, 1945 — გ. 4 სექტემბერი, 2021) – რეჟისორი, სცენარისტი, პოლიტიკოსი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის…

სულიკო ჟღენტი

სულიკო ჟღენტი (დ. 22 ივნისი, 1925, სოფელი სამება, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 3 თებერვალი, 2000) ქართველი კინოდრამატურგი. 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა…