კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი

გიორგი წერეთელი (1882-1905) მიჩმანი, დაიღუპა რუსეთ-იაპონიის ომში, ცუსიმას ბრძოლაში. მემორიალური დაფა მდებარეობს ქაშუეთის ტაძრის პირველ სართულზე.

ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი (1953-1992) – ფეხბურთელი, პოზიციით თავდამსხმელი. სსრკ თასის მფლობელი. თამაშობდა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოში”, საიდანაც გადავიდა ქუთაისის “ტორპედოში”. 1979 წლის ივლისში, ზურაბ წერეთელი ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა…

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფელი ცხრუკვეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — გ. 29 მარტი, 1967, თბილისი) ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი,…

ვერა წიგნაძე

ვერა წიგნაძე (1924-2016) მოცეკვავე, პედაგოგი დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1943 წელს. 1943-1946წწ. ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში; 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა; 1970…

ილია წინამძღვრიშვილი

ილია წინამძღვრიშვილი (1834, წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი — 1920, იქვე) – საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი. 1868 წელს ილია წინამძღვრიშვილი აირჩიეს თბილისის მესამე განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ. წინამძღვრიშვილმა საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი…

შალვა წინწალაშვილი

შალვა წინწალაშვილი (1960-2021) პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.…

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი

ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი (1874-1948) მუსიკოსი. ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ვოკალური ნიჭით; მისი შესაძლებლობით მოხიბლულმა აკაკი წერეთელმა 1895 წელს ლექსის “სულიკო” გამოქვეყნების შემდეგ ვარინკას მუსიკის შეთხზვა სთხოვა; სიმღერამ “სულიკო” ლეგენდარული პოპულარობა მოიპოვა; ბარბარე…

ნოდარ წულეისკირი

ნოდარ წულეისკირი (1932-2015) მწერალი, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1956 წლიდან. 1958 წელს გამოქვეყნდა მისი ნოველები ჟურნალ “ცისკარში”; 1957 წლიდან ნოდარ წულეისკირი სხვადასხვა…

იუზა წერეთელი

იუზა წერეთელი (1938-1956) – სტუდენტი, 1956 წლის 9 მარტს დაღუპული. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ემზარ წილოსანი

ემზარ წილოსანი (1978-2008) კაპრალი, შინდისის გმირი, ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენოსანი. დაიბადა ლანჩხუთში. ემზარი ომის დროს მხნედ იყო და მეგობრებსაც სულ ეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან…