კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • დიმიტრი ბენაშვილი

დიმიტრი ბენაშვილი

დიმიტრი ბენაშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1910, სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) — გ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) – რიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).…

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2012) – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1953-იდან მუშაობს “თბილქალაქპროექტში” (1979-იდან – პროექტის…

ჭიჭიკო ბენდელიანი

ჭიჭიკო ბენდელიანი (დ. 29 იანვარი, 1914, გორაბერეჟოული, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ― გ. 20 ივლისი, 1944, სოფ. ბიტენი, ქ. კაუნასის მახლობლად) საბჭოთა კავშირის გმირი (24 აგვისტო, 1943), გვარდიის მაიორი. 1937 წელს…

ნანა ბოტკოველი

ნანა ბოტკოველი (დ. 27 აგვისტო, 1938-2001) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, კერამიკის განყოფილება). 1964 — 1974 წლებში მონაწილეობდა ბრინჯაოს პერიოდის არქეოლოგიურ ექსპედიციებში…

ალექსანდრე ბურთიკაშვილი

ალექსანდრე ბურთიკაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1893, თბილისი — გ. 18 ივნისი, 1965) – ჟურნალისტი, თეატრალური კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა…

ბაჩანა ბრეგვაძე

ბაჩანა ბრეგვაძე (დ. 11 თებერვალი, 1936— გ. 14 თებერვალი, 2016, თბილისი) ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი. 1973 წლიდან არის საქართველოს მწერალთა კავშირის…

მარლენ ბარამია

მარლენ ბარამია (1984-2008) – კაპრალი, “შინდისის გმირი”. დაიბადა 1984 წლის 12 ნოემბერს ოჩამჩირის რაიონში. 2007 წლის მარტში კარანტინი გაიარა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, მაგრამ სავალდებულო სამხედრო სამსახურის არქონის გამო უარი…

თეიმურაზ ბერიძე

თეიმურაზ ბერიძე (1974-2008) – შინდისის გმირი. თემურ ბერიძე დაჭრილი ებრძოდა მტერს, სანამ სამიზნე არ დაადეს. შინდისში მტრის ალყაში მოქცეულს, სიცოცხლე სნაიპერმა მოუსწრაფა. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

ბესარიონ ბიბინეიშვილი

ბესარიონ ბიბინეიშვილი (1964-2015) ექიმი, პოლიტიკოსი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1990 წელს. 1981- 1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის…

მერაბ ბალარჯიშვილი

მერაბ ბალარჯიშვილი (1947-2008) ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, პედაგოგი. 1990-1991წწ. საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, N17 თელავის საარჩევნო ოლქი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის…