კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: სექტემბერი 2024

  • Home
  • ნატო გიორგაძე

ნატო გიორგაძე

ნატო გიორგაძე (1965-1989) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. წარჩინებით დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობდა თბილისში, რადიო ქარხანაში. დაკრძალულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში.

თინა ენუქიძე

თინა ენუქიძე (დ. 1918 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. როგორც…

თამუნა დოლიძე

თამუნა დოლიძე (1961-1989) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. პროფესიით ჟურნალისტი მიტინგებზე პირველი დღიდან შიმშილობდა და ის 9 აპრილის ღამის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ელისო ჭიპაშვილი

ელისო ჭიპაშვილი (დ. 1964 — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) – 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად. მკვლელობის დროს იყო 6 თვის ფეხმძიმე. წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ…

ჰაიდარ აბაშიძე

ჰაიდარ აბაშიძე (დ. 15 აგვისტო, 1893, ბათუმი — გ. 3 იანვარი, 1966, თბილისი) – საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი. სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას.…

ელგუჯა მაღრაძე

ელგუჯა მაღრაძე (1927-1999) მწერალი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით განაგრძო.…

კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია (დ. 3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა ― გ. 17 ივლისი, 1975, თბილისი) – მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის…

გიორგი ნიორაძე

გიორგი ნიორაძე (დ. 12 დეკემბერი, 1886, შროშა, ზესტაფონის რაიონი — გ. 10 დეკემბერი, 1951, თბილისი) – არქეოლოგი და პედაგოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. 1921 წელს დაამთავრა…

ლუარსაბ კარბელაშვილი

ლუარსაბ კარბელაშვილი (1896-1973) გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ერთ-ერთმა პირველმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1923 წელს და იმავე წელს მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. მუშობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური…

გურამ დოჩანაშვილი

გურამ დოჩანაშვილი (დ. 26 მარტი, 1939, თბილისი, — გ. 3 აპრილი, 2021, თბილისი) – კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. ახალგაზრდა დოჩანაშავილი შეუერთდა არალეგალურ პატრიოტულ ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.…