კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი

შალვა ღლონტი (დ. 15 ოქტომბერი, 1912, ლანჩხუთი — გ. 2 ნოემბერი, 1970, თბილისი) – მეცნიერ-რუსთველოლოგი, პროფესორი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ყაზბეგის რაიონის სოფელ სიონის სკოლაში, მაჩხაანის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში,…

ფელიქს ღლონტი

ფელიქს ღლონტი (1927-2012) – კომპოზიტორი, ხელოვნების მუშაკი. დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი 1953 წელს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; 1978-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. უამრავი მუსიკალური ნაწარმოების ავტორია: 12 მონუმენტური…

ლევან ღლონტი

ლევან ღლონტი (1937-2014) საქართველოს დამსახურებული არტისტი და ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი. ლევან ღლონტი სამსახიობო კარიერის პარალელურად 24 წლის განმავლობაში ბათუმის დრამატულ თეატრს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე ,,ღირსების ორდენის“ კავალერი იყო. დაკრძალულია…

მიხეილ ღლონტი

მიხეილ ღლონტი (1904-1955) – გენერალ-ლეიტენანტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, მსროლელი კორპუსის შტაბის უფროსი, მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, დაჯილდოებულია 4 მედლით და 9 ორდენით. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ალექსანდრე ღლონტი

ალექსანდრე ღლონტი (1912-1999) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ “კომუნისტის” კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო…

შოთა გაბელაია

შოთა გაბელაია (1936-1979) – მსახიობი, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი. დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1968წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან…

ოთარ გორდელი

ოთარ გორდელი (1928-1994) – კომპოზიტორი. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციისა და ფორტეპიანოს სპეციალობით 1951 წელს. 1959 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პედაგოგი; 1982 წლიდან პროფესორი; მის მიერ შექმნილია…

ნიკოლოზ გუდიაშვილი

ნიკოლოზ გუდიაშვილი (1913-1998) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს. 1937 წლიდან იყო პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1981 წლიდან კი პროფესორი; მუშაობდა…

ლადო გუდიაშვილი

ლადო გუდიაშვილი (1896-1980) – საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1914 ჟურნალ “თეატრსა და ცხოვრებაში” დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან “ქიმერიონის” მოხატვაში (თბილისი), ქართველ…

ირაკლი ჯაბადარი

ირაკლი ჯაბადარი (დ. 17 ოქტომბერი, 1892, თბილისი — გ. 18 აგვისტო, 1937, ნიცა, საფრანგეთი) – კომპოზიტორი და პიანისტი. უმაღლესი განათლება მიიღო ბრიუსელის კონსერვატორიაში. სამი წლის შემდეგ გადავიდა ვენაში, სადაც იღრმავებდა…