კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: ნოემბერი 2024

  • Home
  • გიორგი დავითაშვილი

გიორგი დავითაშვილი

გიორგი დავითაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1893, ბათუმი — გ. 4 ივლისი, 1966, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1913 წელს დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო…

იოსებ დავითაშვილი

იოსებ დავითაშვილი (დ. 1 ივლისი, 1850, გარდატენი – გ. 13 მარტი, 1887, თელავი) – პოეტი. დაიბადა ყმა გლეხის ოჯახში. მან ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში (1872-1887 წწ.) რამდენიმე ათეული ლექსი დაწერა.…

კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი (დ. 31 ივლისი, 1971, თბილისი — გ. 2 დეკემბერი, 2020) – პოლიტიკოსი, საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის (1999, 2004, 2008, 2012) დეპუტატი. 1993 წელს მონაწილეობდა…

მერი დავითაშვილი

მერი დავითაშვილი (დ. 13 მარტი, 1924, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 2014) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981). 1946 წელს დაამთავრა თბილისის ვანო…

ვახტანგ ფალიაშვილი

ვახტანგ ფალიაშვილი (დ. 2 ივლისი, 1919, თბილისი — გ. 7 დეკემბერი, 1980) – დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი, პროფესორი. 1939 წელს შევიდა მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ იგი ოსტატობას იმაღლებდა გამოჩენილი დირიჟორის ალექსანდრე…

ალექსანდრე მაისურაძე

ალექსანდრე მაისურაძე (1894-1931) – მუსიკოსი, ლოტბარი. მღეროდა ზ. ფალიაშვილის გუნდში; 1916 წელს დაიწყო სწავლა ქართული ფილარმონიული საზოგადოების სკოლაში, საგუნდო სიმღერისა და მუსიკის თეორიის კლასში, პედაგოგი ზ. ფალიაშვილი; 1918 წელს ჩამოაყალიბა…

ივანე ფალიაშვილი

ივანე ფალიაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1868, ქუთაისი ― გ. 7 მარტი, 1934, თბილისი) – დირიჟორი, პიანისტი, ორგანისტი. საქართველოს სახალხო არტისტი (1924). ერთხანს ორგანისტად მუშაობდა თბილისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. 1888 წლიდან…

ზაქარია ფალიაშვილი

ზაქარია ფალიაშვილი (დ. 3 აგვისტო/16 აგვისტო, 1871, ქუთაისი — გ. 6 ოქტომბერი, 1933, თბილისი) კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1925). ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი.…

ანტონ ფალიაშვილი

ანტონ ფალიაშვილი (1884-1957) – სამხედრო ექიმი. ზაქარია და ივანე ფალიაშვილების ძმა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ხიზანიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

კოტე ფოცხვერაშვილი

კოტე ფოცხვერაშვილი (დ.11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 22 მარტი, 1959, თბილისი) – კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი, რესპუბლიკის სახალხო არტისტი. არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის – დიდება…