კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • პავლე საყვარელიძე

პავლე საყვარელიძე

პავლე საყვარელიძე (დ. 1882, საქარა, შორაპნის მაზრა — გ. 10 აგვისტო, 1937) – ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1918) ხელმომწერი. უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთისა და შვეიცარიის…

ზურაბ წერეთელი

ზურაბ წერეთელი (დ. 4 იანვარი, 1934, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2025) – მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, სახალხო მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბროკპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,…

სოლომონ თავაძე

სოლომონ თავაძე (დ. 11 ივლისი , 1890, ჩოჩხათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 28 მაისი, 1960, თბილისი) – მწერალი, რევოლუციონერი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. გაჭირვებამ საშუალება არ მისცა ესწავლა სკოლაში. 1904…

თამაზ ხომერიკი

თამაზ ხომერიკი (1928-2015) – საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. დაამთავრა უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1953 წელს. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში; გაიარა გზა პასუხისმგებელი რედაქტორიდან ინსტიტუტის რექტორამდე; ათული წლების განმავლობაში…

ნუგზარ ერქომაიშვილი

ნუგზარ ერქომაიშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1934, თბილისი, — გ. 22 აპრილი, 2019) – კინოოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (1979). 1962 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია…

ირაკლი თოიძე

ირაკლი თოიძე (დ. 14 მარტი, 1902, თბილისი — გ. 1 აპრილი, 1985) – საქართველოს სახალხო მხატვარი , ფერმწერი, გრაფიკოსი, წიგნის ილუსტრატორი, სახელმწიფო პრემიის ოთხგზის ლაურეატი (1941, 1948, 1949, 1951), რსფსრ-ის…

ევგენი მელიქსეთ-ბეგი

ევგენი მელიქსეთ-ბეგი (1936-2024) – საერთაშორისო არბიტრი. სოფლიოში აღიარებული არბიტრი, ცნობილი მეცნიერის ლეონ მელიქსეთ-ბეგის ოჯახში გაიზარდა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია აკადემიკოსი ლეონ მელიქსეთ-ბეგი.

დედე ნიჟარაძე

დედე ნიჟარაძე (1837-1905) – შტაბს-კაპიტანი. ბათუმის სანჯაყის მეჯლისის წევრი. ქობულეთის მხარის მემამულეთა წარმომადგენელი. იყო ოსმალეთის სამხედრო და ადმინისტრაციულ სამსახურში, რუსეთ-თურქეთის ომის (1877-1878) დროს რუსეთის მხარეს გადავიდა და რამდენიმე ასეულ ქობულეთელთან…

ალექსანდრე დადეშქელიანი

ალექსანდრე დადეშქელიანი (1917-1972) – ბავშვობიდან უხელო, მხატვარი და ცირკის მსახიობი. საცირკო ნომრებს ხელების მაგივრად ფეხებით ასრულებდა; თავისი ორიგინალური შესრულების მანერით 35 წელზე მეტ ხანს ემსახურა საცირკო ხელოვნებას; II მსოფლიო ომის…

ზურაბ წიქარიძე

ზურაბ წიქარიძე (1959-1993) – ქვეყნის მთლიანობისთვის დაცემული. დაიბადა 1959 წლის 28 თებერვალს სოფელ ნაგომარში, დაამთავრა მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა, შემდეგ კი საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. მუშაობდა სოხუმის გაზაპარატურის ქარხანაში. აფხაზეთში…