კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ვახტანგ ხარჩილავა

ვახტანგ ხარჩილავა

ვახტანგ ხარჩილავა (1948-2022) მთარგმნელი, პოეტი, პუბლიცისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ჟურნალ “ცისკარში”, გამომცემლობა “მერანში”, იყო ჟურნალ “კრიტიკის” მთავარი რედაქტორი, “საერთო გაზეთი”-ს მთავარი რედაქტორი.…

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი

ანა (ცქვიტი) ხახუტაშვილი (დ. 1886, სოფ. მეჯვრისხევი (გორის რაიონი) — გ. 2 სექტემბერი, 1960, თბილისი) საბავშვო მწერალი. 1902 წელს მუშაობა დაიწყო ფოსტა-ტელეგრაფის უწყებაში, სადაც აქტიურად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც 1906…

შალვა გოგოლაშვილი (ხონელი)

შალვა გოგოლაშვილი (ხონელი) (1887-1972 წწ.) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1907 წლიდან შ ხონელი მოღვაწეობდა ბაქოს, თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, ხონის, ბათუმის, ჭიათურის, სოხუმის დასებში. 1910-1912 წწ. მუშაობდა თბილისის თეატრში.ქუთაისის…

ილია ბახტაძე (ხონელი)

ილია ბახტაძე (ხონელი) (დ. 26 მაისი, 1859, დაბა ხონი ― გ. 13 ივლისი, 1900, სოხუმი) – პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი…

გიორგი ხორგუაშვილი

გიორგი ხორგუაშვილი (1929-2011) მწერალი, კულტურის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენოსანი. 1953-1955წწ. მუშაობდა კასპის რაიონის კოდისწყაროს რვაწლიან სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1956-1958წწ. იყო კასპის რაიონული გაზეთის პასუხისმგებელი მდივანი, 1958 წლის…

ოთარ სულაბერიძე

ოთარ სულაბერიძე (1923- მეტსახელად “მეობა”, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ქუთაისის კოლორიტი. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურაზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ივერი გურეშელმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

ალექსანდრე სულაბერიძე

ალექსანდრე სულაბერიძე (1916-1958), ფინეთთან ომის გმირი. დაიბადა ლანჩხუთის რაიონის სოფელი ლესაში. არმიაშია 1937 წლიდან, მანამდე მუსაობდა მშობლიური სოფლის ტრაქტორისტად და ბათუმის რკინიგზის დეპოს მუშად.1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება…

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი

ალექსანდრე (ალიოშა) წერეთელი (დ. 1 ნოემბერი, 1889, სოფელი ცხრუკვეთი (ჭიათურის მუნიციპალიტეტი) — გ. 29 მარტი, 1967, თბილისი) ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ძველი მსოფლიოს ისტორიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი,…

სიმონ ხუნდაძე

სიმონ ხუნდაძე (დ. 15 ნოემბერი, 1897, სოფ. კალაგონი (ჩოხატაურის რაიონი) — გ. 21 აგვისტო, 1933, თბილისი) ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი. 1914 წელს დაასრულა ქუთაისის გიმნაზია და შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ…

ჯიბსონ ხუნდაძე

ჯიბსონ ხუნდაძე (1927-2022) საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1952 წელს. 1957-1960წწ. იყო ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის, 1962-1964წწ. თბილისის…