თედო რაზიკაშვილი
თედო რაზიკაშვილი (დ. ივლისი, 1869, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 იანვარი, 1922, სოფ. ხელთუბანი, გორის მუნიციპალიტეტი) – მწერალი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო)…
გულქან რაზიკაშვილი
გულქან რაზიკაშვილი (1898-1989) – ვაჟა ფშაველას შვილი. დაკრძალულია ჩარგლის სასაფლაოზე.
გრიგოლ (გიგო) რცხილაძე
გრიგოლ (გიგო) რცხილაძე (დ. 1876, სოფ. ფანიანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 1934, თბილისი) – იურისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი. დაამთავრა თბილისის გიმნაზია, შემდეგ სწავლა გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ადრევე ჩაება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ…
გიორგი (გულო) რცხილაძე
გიორგი (გულო) რცხილაძე (1909-1969) – სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-1968). დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა…
შოთა როყვა
შოთა როყვა (1927-1991) – მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაკრძალულია სოფელ მამათში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ოთარ პატიეშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
ზურაბ რთველიაშვილი
ზურაბ რთველიაშვილი (დ. 16 ოქტომბერი, 1967, ქ. ყარაღანდა, — გ. 20 აპრილი, 2021, თბილისი) – პოეტი, მულტიმედია არტისტი. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში მონაწილეობდა…
კაპიტონ რუსიძე
კაპიტონ რუსიძე (1919-1996) – მწერალი. დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონის. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები – “მეთვრამეტე გაზაფხული” (1939), “მამული გვეძახის” (1943), პროზაული ნაწარმოებები: “იწერებოდა სიახლით” (1944), “ყედირ დედე” (1945),…
ვალერიან საღლიანი
ვალერიან საღლიანი (1924-2007) – პოეტი, მესტიის რაიონული გაზეთის რედაქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. მუშაობდა საქართველოს რადიოში დასავლეთ საქართველოს ზონის კორესპოდენტად; 1960-1966წწ. აირჩიეს სოფელ ცხუმარის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ;…
საიათნოვა
საიათნოვა (1712-1795) – სომეხი პოეტი, აშუღი, ცხოვრობდა საქართველოში. ხელმოკლეობის გამო განათლება ვერ მიიღო; ქართულ ენას იგი, სომხურ ენასთან ერთად, მშობლიურ ენად თვლიდა; 1742 წლიდან საკუთარ სახოტბო-სატრფიალო ლექსებსაც თხზავდა; ლექსებს თხზავდა…
ალექსანდრე საჯაია
ალექსანდრე საჯაია (დ. 1916, ოდიში, ზუგდიდის რაიონი – გ. 1944) – პოეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1940 წელს. მისი პირველი ლექსი 1935 წელს გამოქვეყნდა,…