კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკადემიკოსები

  • Home
  • ქრისტეფორე არეშიძე

ქრისტეფორე არეშიძე

ქრისტეფორე არეშიძე (დ. 12 თებერვალი, 1906, ქ. ცხინვალი ― გ. 28 დეკემბერი, 1982, თბილისი) – ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული…

გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი (დ. 13 აპრილი, 1887, სოფელი დერჩი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1973, თბილისი) – ენათმეცნიერი. თსუ-ის პროფესორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი (1918), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939),…

კოტე ბაქრაძე

კოტე ბაქრაძე (დ. 24 ნოემბერი, 1898, თბილისი — გ. 28 აპრილი, 1970, იქვე) ფილოსოფოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943). 1922 წელს დაამთავრა თსუ, 1923-1925 წლებში იმყოფებოდა…

დიმიტრი ბაქრაძე

დიმიტრი ბაქრაძე (დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1826, სოფ. ხაშმი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი — გ. 10 თებერვალი/22 თებერვალი, 1890, თბილისი) ისტორიკოსი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი,…

ალექსანდრე ბარამიძე

ალექსანდრე ბარამიძე (დ. 27 მარტი/9 აპრილი, 1902, სოფ. ჯუნჯუათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 30 დეკემბერი, 1994, თბილისი) ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერების დოქტორი (1936), პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), მეცნიერების…

კოტე ბარამიძე

კოტე ბარამიძე (1914-1978) მეცნიერი ელექტრომექანიკისა და საწარმოთა ავტომატიზაციის დარგში. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1952), პროფესორი (1954), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1962). 1954-1972 წლებში მუშაობდა…

ქსენია ბახტაძე

ქსენია ბახტაძე (1899-1978) – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს. 1921-1926წწ.…

ნიკო  ბერძენიშვილი

ნიკო ბერძენიშვილი (დ. 28 დეკემბერი, 1894/9 იანვარი, 1895, გოგოლესუბანი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 16 ივლისი, 1965, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე…

მერაბ ბერძენიშვილი

მერაბ ბერძენიშვილი (დ. 10 ივნისი, 1929, თბილისი — გ. 17 სექტემბერი, 2016, სტამბოლი) მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1987), საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სსრკ…

ვახტანგ ბერიძე

ვახტანგ ბერიძე (დ. 30 მაისი, 1914, ქუთაისი ― გ. 2000, თბილისი) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1959), პროფესორი (1960). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ.…