კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

აკადემიკოსები

  • Home
  • სერგი ჯიქია

სერგი ჯიქია

სერგი ჯიქია (დ. 1898 — გ. 1993) აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის…

ნიკო კეცხოველი

ნიკო კეცხოველი (დ. 26 დეკემბერი, 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 დეკემბერი, 1982, თბილისი) – ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა…

კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე (დ. 30 აპრილი , 1879 — გ. 7 ივნისი, 1962) – ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, თეოლოგი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941 წლიდან), საქართველოს მეცნიერების…

ბორის კუფტინი

ბორის კუფტინი (რუს. Борис Алексеевич Куфтин; დ. 21 იანვარი/2 თებერვალი, 1892, სამარა — გ. 2 აგვისტო, 1953, იურმალა) რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). 1919 წლიდან…

ტარასი კვარაცხელია

ტარასი კვარაცხელია (დ. 10 მარტი 1889, სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 27 აგვისტო 1951 თბილისი). აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941). საქართველოს…

ნიკოლოზ ლანდია

ნიკოლოზ ლანდია (დ. 26 იანვარი, 1919, ქუთაისი — გ. 1984) ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1967), 1959 წლიდან პოლიტექნიკური…

თეიმურაზ ლოლაძე

თეიმურაზ ლოლაძე (დ. 24 მაისი, 1920, ქუთაისი – გ. 2000) – ინჟინერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1942 წელს. შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო,…

გიორგი ლომიძე

გიორგი ლომიძე (1914-1999) – ლიტერატურათმცოდნე, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი. დაკრძალულია მოსკოვში. ტრეოკუროვოს სასაფლაოზე.

ჯუმბერ ლომინაძე

ჯუმბერ ლომინაძე (დ. 20 სექტემბერი, 1930, თბილისი — გ. 20 იანვარი, 2014) ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1982). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988). 1997-2003 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის…

იულონ ლომოური

იულონ ლომოური (დ. 3 სექტემბერი, 1885, სოფ. არბო, გორი — გ. 26 დეკემბერი, 1966, თბილისი) – აგრონომ-მემცენარე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. დაამთავრა თბილისის მეორე გიმნაზია, შემდეგ…