კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეცნიერები

  • Home
  • ფერიდე აცამბა

ფერიდე აცამბა

ფერიდე აცამბა (1922-2016) – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, „მეგობრობის ორდენის“ კავალერი. 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის…

ნოდარ ალანია

ნოდარ ალანია (1924-1976) – ფილოლოგი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

მათე ალექსიშვილი

მათე ალექსიშვილი (დ. 20 მაისი, 1910, სოფელი ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 4 დეკემბერი, 1970, თბილისი) – ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1933 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის…

ვახტანგ ამაღლობელი

ვახტანგ ამაღლობელი (1948-2010) – ფილოლოგი, პროფესორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პრორექტორი (1993-2005). დაიბადა ქუთაისში, დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის…

ფარნაოზ ანანიაშვილი

ფარნაოზ ანანიაშვილი (1924-2011) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

ირაკ­ლი ან­დ­რი­ა­ძე

ირაკ­ლი ან­დ­რი­ა­ძე (1930-2012) – ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ე­ბის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი, მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის წმინ­და გი­ორ­გის ოქ­როს ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი. 1953 წელს და­ას­რუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი…

ოთარ ბაკურაძე

ოთარ ბაკურაძე (დ. 14 იანვარი, 1926, თელავი — გ. 22 აგვისტო, 1986, თბილისი) – ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1949 წელს დაამთავრა…

შალერ ბენია

შალერ ბენია (1947-2007) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი.…

სერგო ბერია

სერგო ბერია (1924-2000) – სარაკეტო სისტემების ინჟინერ-კონსტრუქტორი, ლავრენტი ბერიას შვილი. დაიბადა თბილისში, ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს ასრულებდა გენშტაბის მნიშვნელოვან დავალებებს ირანსა და თურქეთში. მონაწილეობდა…

ნუგზარ ბეთანელი

ნუგზარ ბეთანელი (1951-2001) – ფსიქოლოგი. სოციალურ-ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1987-1991 წელს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური პოლიტიკის კათედრას საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში (მოსკოვი). 1990 წელს ჩამოაყალიბა პარლამენტარიზმის სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტი. დაკრძალულია…