კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეცნიერები

  • Home
  • მიხეილ ჩართოლანი

მიხეილ ჩართოლანი

მიხეილ ჩართოლანი (1913-2002) – პროფესორი. სვანეთის კულტურის ძეგლთა შემსწავლელი ექსპედიციის ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925 — გ. 29 იანვარი, 2001) – მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში…

ნოდარ შამანაძე

ნოდარ შამანაძე (დ. 15 ივნისი, 1930, მერჯევი — გ. 10 მაისი, 2002) – მწერალი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1957 წელს ი.…

ბიჭიკო დიასამიძე

ბიჭიკო დიასამიძე (1940-2020) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1969 წელს. 1970-1992წწ. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1992-1997წწ. ბათუმის შოთა…

ნელი დუმბაძე

ნელი დუმბაძე (1917-2005) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლადო ასათიანის მეგობარი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენა – ლიტერატურის სპეციალობით 1938 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: აჭარისწყლის სკოლაში მასწავლებლად; მასწავლებელთა დახელოვნების…

ვასილ პეტრიაშვილი

ვასილ პეტრიაშვილი (დ. 4 მარტი , 1842, სოფ. წალასყური, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ― გ. 8 აგვისტო , 1908, კარლსბადი, ახლანდელი კარლოვი-ვარი) – ქიმიკოსი. 1865 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. იმავე წელს…

ვარლამ ქელბაქიანი

ვარლამ ქელბაქიანი (1933-2002) – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისის…

ვლადიმერ ქემხაძე

ვლადიმერ ქემხაძე (1907-1983) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

შოთა ქემხაძე

შოთა ქემხაძე (1917-1989) – მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ალგებრას, კერძოდ, ნილპოტენტურ ჯგუფთა თეორიის საკითხებს.…

ნიკო ქორთუა

ნიკო ქორთუა (1922-1998) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თელავის უნივერსიტეტის რექტორი. მის სახელს უკავშირდება თელავში შვიდ ჰექტარზე წიწვოვანი ტყე-პარკის გაშენება. დაკრძალულია თელავის უნივერსიტეტის ეზოში, თავისივე აგებული სასწავლებლის წინ. ფოტოებისა და…