გურამ მინაშვილი
გურამ მინაშვილი (დ. 25 ნოემბერი 1936, თბილისი — გ. 1 მარტი 2015, თბილისი) – კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965). 1962 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის…
ლერი ნაკანი
ლერი ნაკანი (1962-2002) – ძიუდოისტი, სპორტის საერთაშორისო ოსტატი, ევროპის ჩემპიონი. მოღვაწეობდა ოდესაში. დაამთავრა ოდესის იურიდიული აკადემია. გამოდიოდა უკრაინის სახელით. ოდესაში. ყოველწლიურად ტარდება მისი სახელობის ტურნირი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.
ანდრო ნავასარდოვი
ანდრო ნავასარდოვი (1915-1999) – მოკრივე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი. 1945 წელს იყო კაპიტანი თბილისის მოკრივეთა ნაკრებისა, რომელმაც სსრკ ჩემპიონატზე I ადგილი დაიკავა. მიღებული აქვს…
ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე
ალექსანდრე (ატე) ნემსიწვერიძე (1909-1973) – ალპინისტი. სსრ კავშირის სპორტის ოსტატი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1935 წელს დაამთავრა.და შეუდგა პედაგოგიურ…
ქრისტეფორე ნინიაშვილი
ქრისტეფორე ნინიაშვილი (1921-2014) – ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების…
გივი ნოდია
გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი – გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.…
ლეონიდე ოქროპირიძე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე; დ. 15 თებერვალი, 1861 — გ. 11 ივნისი/24 ივნისი, 1921) – 1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888-1897 წლებში…
აკაკი ოქროპირიძე
აკაკი ოქროპირიძე (1950-1979) – ძიუდოისტი, სამბისტი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაკრძალულია დუშეთში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა პაატა ურიადმყოფელმა.
ბორის პაიჭაძე
ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ჩოხატაური — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის…
ვახტანგ ქარსელაძე
ვახტანგ ქარსელაძე (დ. 21 იანვარი, 1919 — გ. 15 სექტემბერი, 1966) – მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის მესაძირკვლე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1956), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1957), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი…