კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

როდიონ ქორქია

როდიონ ქორქია (დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი) – მწერალი. დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1914 წელს და სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ…

ლევან ქორქია

ლევან ქორქია (1913-1984) – შრომის გმირი. გულრიფშის რაიონის მთავარი აგრონომი. 1951 წლის 19 აპრილს მიენიჭა “სოციალისტური შრომის გმირის” წოდება. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლოზე.

ოთარ ქორქია

ოთარ ქორქია (დ. 10 მაისი, 1923, ქუთაისი, საქართველო, — გ. 15 მარტი, 2005, თბილისი) – კალათბურთელი (190 სმ). სსრკ (1950) და საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1967). 1961…

ნოდარ ქუმარიტაშვილი

ნოდარ ქუმარიტაშვილი (დ. 25 ნოემბერი, 1988, ბორჯომი, საქართველო — გ. 12 თებერვალი, 2010, ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) ქართველი მოციგავე, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს.…

აკაკი ოთხმეზური

აკაკი ოთხმეზური (1874-1916) – პირველი მსოფლიო ომის გმირი, პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის რაიონში, დაამთავრა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი, 1892 წლიდან სამხედრო სამსახურშია, პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა გრენადერთა მე-14 პოლკს. დაიღუპა გმირულად. დაკრძალეს…

შალვა ქირია

შალვა ქირია (1911-1988) – ავიაციის გენერალ-მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომში 427-ე ავიაგამანადგურებელი პოლკის შტურმანი, ავიადივიზიის მეთაური (1943-1945), დაჯილდოებულია 11 ორდენით და 12 მედლით. მონაწილეობდაა კურსკის, ბელგოროდის, დნეპრის ბრძოლებში.…

ანდრია რაზმაძე

ანდრია რაზმაძე (12 აგვისტო, 1889, ჩხენიში, საქართველო – 2 ოქტომბერი 1929, თბილისი) – მათემატიკოსი, საქართველოში მათემატიკური კვლევის პიონერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი. მუშაობდა ვარიაციულ აღრიცხვაში. მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ…

გალაქტიონ რაზმაძე

გალაქტიონ რაზმაძე (1913-1988) საბჭოთა კავშირის გმირი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი. 1944 წლის 23 ივლისს მიენიჭა გმირის წოდება სოფელ კალინინოს მახლობლად წარმოებულ ომში გამოჩენილი მამაცობისათვის. დაკრძალულია მოსკოვში, პიატნიცკის სასაფლაოზე.

ილია რაზმაძე

ილია რაზმაძე (1899-1953) – გენერალ-მაიორი. თბილისის გარნიზონის კომენდანტი (1941-1942), მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში სამეთაურო თანამდებობაზე, დაჯილდოებულია 5 ორდენით და 5 მედლით. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

გივი ყვარელაშვილი

გივი ყვარელაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1945, თბილისი — გ. ივლისი, 2011) – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1998), პოლიციის გენერალ-მაიორი (1994), საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი…