კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

შოთა გამცემლიძე

შოთა გამცემლიძე (1922-1945) – საბჭოთა კავშირის გმირი. 1941 წლიდან იყო წითელი არმიის რიგებში; გვარდიის უმცროსი სერჟანტი. იბრძოდა II მსოფლიო ომის დროს მინსკის განთავისუფლებისათვის. გადამწყვეტ ბრძოლაში ხელყუმბარით ხელში შეუვარდა მტრის ტანკს…

მიხეილ გახოკიძე

მიხეილ გახოკიძე (1908-1973) – საბჭოთა კავშირის გმირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური მუშფაკი, შემდეგ სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელი(1941). 1935-1936 წლებში მსახურობდა წითელი არმიის ქართულ საარტილერიო პოლკში. 1942 – საბჭოთა კავშირის გმირი…

ნოე გონგლაძე

ნოე გონგლაძე – ტექსელის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური. დაკრძალულია ბორჯომის ცენტრალურ სასაფლაოზე.

გიორგი იორდანიშვილი

გიორგი იორდანიშვილი (1920-1944) – მფრინავ-ინსტრუქტორი. მუშაობდა სტალინგრადის სამხედრო-საავიაციო სკოლის პილოტად. ასრულებდა საბრძოლო დავალებებს. დაიღუპა ავიაკატასტროფაში. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე. ფოტო გადაღებულია Антон Пономарев-ის მიერ.

დავით ჯაბიძე

დავით ჯაბიძე (დ. 23 თებერვალი, 1916. სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი — გ. 15 დეკემბერი, 1982) – საბჭოთა კავშირის გმირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აეროკლუბი. 1938 წელს საბჭოთა არმიაში დაიწყო…

ალექსანდრე კანანაძე

ალექსანდრე კანანაძე (1916-1999) – საბჭოთა კავშირის გმირი, პირველი რანგის კაპიტანი. 1937 წლიდან საზღვაო ფლოტშია, 1941 წელს დაამთავრა შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 28 აპრილს…

გიორგი ლელაძე

გიორგი ლელაძე (1919-1993) – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი, კაპიტანი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში. 1942 წელს დაამთავრა ვლადიმირის ქვეითთა სასწავლებელი, საიდანაც გაიგზავნა მოქმედ არმიაში. დნეპრის…

მოსე მდინარაძე

მოსე მდინარაძე (1920-2016) – პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. დაიბადა სოფელ ვაკიჯვარში. 5 წელი ებრძოდა ფაშისტებს. მერე მანჯურიაში გადაიყვანეს. მომავალმა მეუღლემ – ეთერ აროშიძემ, ჩააკითხა იქ და შეუღლდნენ. ცოლ-ქმარი დაკრძალულნი…

გარი მერკვილაძე

გარი მერკვილაძე (1923-1971) – საბჭოთა კავშირის გმირი. გენერალ-მაიორი. დაიბადა 1923 წლის 17 თებერვალს ქ. ბათუმში. გატაცებული იყო ცურვითა და წყალბურთით. საშ.სკოლის ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილისის საავიაციო სასწავლებელში. 1943…

დავით მერკვილაძე

დავით მერკვილაძე (დ. 26 მაისი, 1919, ჭალატყე, შორაპნის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 17 ივლისი, 1966, თბილისი) – საბჭოთა კავშირის გმირი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში…