კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ანდრო კიკნაველიძე

ანდრო კიკნაველიძე

ანდრო კიკნაველიძე (1927-2007) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976), აგროეკონომისტი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროეკონომიკის ფაკულტეტი 1953 წელს. 1954–1960წწ. მუშაობდა ჩაის მრეწველობის…

ტარიელ კვანჭილაშვილი

ტარიელ კვანჭილაშვილი (1920-1998) ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. მუშაობდა თსუ-ს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პირველი ნაშრომი 1950 წელს…

იური კაკულია

იური კაკულია (1923-1997) რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1946 წელს და მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1952 წელს. სხვადასხვა…

შოთა კუპრაშვილი

შოთა კუპრაშვილი (14.XI.1919, თბილისი, – 12.XII.1995) მხატვარ-გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). 1940–46 სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში. 1947-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ხატვის კათედრაზე (1976-იდან – პროფესორი). აღზარდა ქართველ მხატვარ-გრაფიკოსთა…

ელდარ კერძევაძე

ელდარ კერძევაძე (1942-1991) – პოეტი. 1959-1961წწ. სწავლობდა პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, შემდგომ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და დაამთავრა 1969 წელს. მისი პოეტური დებიუტი 1960 წელს შედგა, ლექსების პირველი…

გრიგოლ კოკელაძე

გრიგოლ კოკელაძე (1904-1988) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიური ფაკულტეტი 1932 წელს; ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს(საკომპოზიტორო). 1928 წელს დაიწყო მუსიკალურ–პედაგოგიური მოღვაწეობა; სხვადასხვა…

იგორ კრეპსი

იგორ კრეპსი (1944-2024) – კინოოპერატორი. დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი. 1970 -1987წწ. მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში ოპერატორად. 1987 წლიდან “ქართული ფილმის” დამდგმელი ოპერატორია. გადაიღო მხატვრული და…

გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე (დ. 21 აგვისტო, 1874 ― გ. 7 აგვისტო, 1970) – გენერალი. საქართველოს ეროვნული გმირი. 1894 წელს უკვე ოფიცერი იყო. სამხედრო სამსახური დაიწყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკში. შემდეგ მსახურობდა პოლონეთში.…

მერაბ კოსტავა

მერაბ კოსტავა (დ. 26 მაისი, 1939, თბილისი ― გ. 13 ოქტომბერი, 1989) – დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა…