კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კ

  • Home
  • თენგიზ კიკალიშვილი

თენგიზ კიკალიშვილი

თენგიზ კიკალიშვილი (1938-2021) – მოქანდაკე, პედაგოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება 1963 წელს. 1963 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ერმალოზ კალაძე

ერმალოზ კალაძე (1888-1958) – საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი. საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ მენშევიკების“ ფრაქციის წევრი 1905 წლიდან.…

კირიონ II

კირიონ II (ერისკაცობაში – გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილი; დ. 10 ნოემბერი, 1855, ქვემო ნიქოზი, გორის მაზრა — გ. 27 ივნისი, 1918, მარტყოფი) – ისტორიკოსი, სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სრულიად საქართველოს…

პაატა კოღუაშვილი

პაატა კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1956, ქუთაისი — გ. 7 ოქტომბერი, 2024) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი…

მიხეილ კობეშავიძე

მიხეილ კობეშავიძე (1910-1997) – ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1930 წელს ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული კოლექტივი ქუთაისის სარეწაო კოოპერაციის კლუბში და კონცერტებს მართავდა ახლადშექმნილ კოლმეურნეობებში. 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ძერჟინსკის…

ზურაბ კაპანაძე

ზურაბ კაპანაძე (დ. 15 ნოემბერი, 1924, თბილისი — გ. 20 ოქტომბერი, 1989) – მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო…

გრიგოლ კობახიძე

გრიგოლ კობახიძე (1910-1989) – სახალხო მასწავლებელი. მათემატიკოსი, პედაგოგი, ფიზიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკური ფაკულტეტი 1933 წელს. 1930–1936წწ. მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად თბილისის სხვადასხვა სკოლაში; 1941–1943წწ. იყო მე–17 საშუალო სკოლის…

ვალერიან კობახიძე

ვალერიან კობახიძე (1908-1997) – პედაგოგი, ფიზიკოსი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელად. დაკრძალულია…

კახი კავსაძე

კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 27 აპრილი, 2021, თბილისი) – კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). შოთა…

ლევან კოხრეიძე

ლევან კოხრეიძე (1975-2008) – უმცროსი სერჟანტი. რუსეთ-საქართველოს ომის გმირი. დაიბადა სოფელ ჯიხაიშში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი…