მიხეილ კანკავა
მიხეილ კანკავა (1900-1977) – ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი(1952), პროფესორი(1953). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1924 წელს. 1920-1935წწ. მუშაობდა მასწავლებლად; 1940-1944წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1940-1944წწ. ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1944-1952წწ.…
სეით კაპანაძე
სეით კაპანაძე (1900-1956) – შავი ზღვის ფლოტის კონტრ ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კონტრ ადმირალის წოდება მიენიჭა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
დავით კაპანაძე
დავით კაპანაძე (1898-1971) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნუმიზმატი. 1959–1971წწ. იყო სიმონ ჯანაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე; მისი ინიციატივით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტი გადაკეთდა ნუმიზმატიკის განყოფილებად; იკვლევდა…
კონსტანტინე კაპანელი
კონსტანტინე კაპანელი (კონსტანტინე ჭანტურაია) (დ. 5 მაისი, 1889, კაპანა — გ. 10 დეკემბერი, 1952) – ფილოსოფოსი, მწერალი. დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან…
თენგიზ კიკაჩეიშვილი
თენგიზ კიკაჩეიშვილი (1940-2017) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თსუ-ს ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. თენგიზ კიკაჩეიშვილი 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის ავტორი იყო. პროფესორი მრავალ…
კარლო კალაძე
კარლო კალაძე (დ. 16 მარტი, 1907, სოფ. ეწერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 1988, თბილისი) – დრამატურგი, პოეტი. სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ – თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა…
ამირან კალაძე
ამირან კალაძე (დ. 3 მაისი, 1945, სოფ. ეწერი, სამტრედიის რაიონი — გ. 27 ივნისი, 1995) — პოლიტიკოსი, ესტონური ენისა და ლიტერატურის მთარგმნელი, მწერალი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს…
გივი კარბელაშვილი
გივი კარბელაშვილი (1923-1994) – დიპლომატი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1943 წელს, ხოლო 1946 წელს- სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი დიპლომატიური სკოლა. იყო სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშე,…
დავით კარიჭაშვილი
დავით კარიჭაშვილი (დ. 1862, სოფ. ხიდისთავი, გორის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ივლისი, 1927, თბილისი) — ისტორიკოსი, მწერალი, რუსთველოლოგი. 1876 წელს დაასრულა გორის საულიერო სასწავლებელი, 1882 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარია…
გენო კალანდია
გენო კალანდია (დ. 15 აპრილი, 1939, სოფელი შამგონა, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მარტი, 2017) — მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის საკავშირო უმაღლესი კურსები. 1960-1962 წლებში…