კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კ

  • Home
  • ლეონიდე კალანდაძე

ლეონიდე კალანდაძე

ლეონიდე კალანდაძე (1898-1968) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი. 1932-1968წწ. იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოოლოგიისა და ენტომოლოგიის კათედრის გამგე; 1945-1950წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო ნაწილში.…

გიორგი კალანდაძე

გიორგი კალანდაძე (1911-1979) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1927 წელს, შვიდწლედის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, ხოლო 1933 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წელს ჩაირიცხა…

ივანე კავალერიძე

ივანე კავალერიძე (1887-1978) – დრამატურგი, მოქანდაკე, რეჟისორი, სცენარისტი, უკრაინაში მოღვაწე ქართველი ხელოვანი. დაამთავრა კიევის სამხატვრო სასწავლებელი 1909 წელს(ქანდაკების განხრით). 1909-1910წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ სწავლა განაგრძო პარიზში; 1912 წელს…

გურამ კორძახია

გურამ კორძახია (დ. 21 ივნისი, 1923, თბილისი — გ. 23 ოქტომბერი, 1970) – მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ნამუშევარმა „ვლ. მაიაკოვსკიმ“ ავტორს საყოველთაო აღიარება…

ვახტანგ კუცია

ვახტანგ კუცია (1947-2001) – მხატვარი-კარიკატურისტი. პრესაში 1000-ზე მეტი კარიკატურის გამოქვეყნების გამო შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

კლარა კვეესი

კლარა კვეესი (1903-1990) – მხატვარი. ქართული მოდერნისტული მხატვრობის წარმომადგენელი. 1921 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. 1930-1934წწ. მუშაობდა რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (ТЮЗ) სადაც გააფორმა სპექტაკლები: 1939-1970წწ. მუშაობდა მხატვრად ისტორიის, არქეოლოგიისა…

თამარ აბაკელია

თამარ აბაკელია (დ. 19 აგვისტო/1 სექტემბერი, 1905, დაბა ხონი — გ. 14 მაისი, 1953, თბილისი) – მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1942). დაამთავრა თბილისის სამხატვრო…

როლანდ კაკაურიძე

როლანდ კაკაურიძე (1935-1999) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. მოღვაწეობდა ბათუმის დრამატულ თეატრში. გადაღებულია სხვადასხვა ფილმებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.

საბა კლდიაშვილი

საბა კლდიაშვილი (1873-1905) – მეცნიერი, პუბლიცისტი, ქიმიკოსი. დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1899 წელს. რამდენჯერმე იყო მივლინებული ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში; გააკეთა მრავალი, უმეტესწილად ძნელი ორგანული სინთეზი და…

სერგო კლდიაშვილი

სერგო კლდიაშვილი (დ. 6 ოქტომბერი, 1893, სოფ. ზემო სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 14 ოქტომბერი, 1986, თბილისი) – პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო ქართველი სიმბოლისტების ლიტერატურული ჯგუფის “ცისფერყანწელთა” წევრი. დაიბადა დავით…