კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნ

  • Home
  • ქრისტეფორე ნინიაშვილი

ქრისტეფორე ნინიაშვილი

ქრისტეფორე ნინიაშვილი (1921-2014) – ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების…

გივი ნოდია

გივი ნოდია (დ. 2 იანვარი, 1948, ქუთაისი – გ. 7 აპრილი, 2005, თბილისი) – ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი.…

გრიგოლ ნაცვლიშვილი

გრიგოლ ნაცვლიშვილი (1913-1996) – ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1930 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თეატრალურ სასწავლებელში. 1933-1934 წლებში მუშაობდა სიღნაღისა და სოხუმის თეატრებში. 1934 წლიდან ქუთაისის…

ვახტანგ ნინუა

ვახტანგ ნინუა (დ. 19 სექტემბერი, 1916 — გ. 30 დეკემბერი, 1982) – კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1967). დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს.…

იოსებ ნონეშვილი

იოსებ ნონეშვილი (დ. 6 აპრილი, 1918, სოფ. კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, თბილისი) – პოეტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის…

დიმიტრი ნაზარიშვილი

დიმიტრი ნაზარიშვილი (1854-1927) – ექიმი. დაიბადა 1854 წელს ქუთაისში. 1873წელს 19 წლის დიმიტრი ნაზარიშვილი პეტერბურგის სამედიცინო ქირურგიული აკადემიის სტუდენტი გახდა. რომელიც 1878 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს ბულგარეთში გაგზავნეს დუნაის…

ელო ნაზარიშვილი

ელო ნაზარიშვილი (1888-1974) – ცნობილი პედაგოგი და საზოადო მოღვაწე. ცისფერყანწელების უახლოესი მეგობარი, ცისფერყანწელებმა ქუთაისში გამოცემული სტეფანე მალარმეს ლექსების კრებული ელო ნაზარიშვილს მიუძღვნეს. ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.

ვახტანგ ნემსაძე

ვახტანგ ნემსაძე (1926-2008) მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, მოსკოვის ბავშვთა მთავარი ქირურგი. 39 წელზე მეტი მოსკოვის ბავშვთა მთავარი ქირურგი იყო, მუშაობდა ტრავმატოლოგიის კათედრაზე ფილატოვის საავადმყოფოში და, ცნობილ ტელეწამყვანებთან ერთად, სატელევიზიო პროგრამა «Мамина…

კიაზო ნადარეიშვილი

კიაზო ნადარეიშვილი (1929-2010) – ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1953 წელს. 1953-1957წწ. იყო საბჭოთა საოკუპაცოი ჯარში მედიცინის სამსახურის ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957-1960წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ…

გიორგი ნადირაძე

გიორგი ნადირაძე (დ. 15 აპრილი, 1902, ქვემო მაჩხაანი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 4 აპრილი, 1960, თბილისი) ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ფილოსოფიის, შემდეგ ფილოლოგიის ფაკულტეტზე.…