კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული (დ. 22 ოქტომბერი, 1899, ბათუმი — გ. 28 მარტი, 1964, თბილისი) – რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ბათუმში დაამთავრა საშუალო სასწავლებელი და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვს გაემგზავრა, სადაც…

ვარლამ ჟურული

ვარლამ ჟურული (დ. 15 სექტემბერი, 1908, სოფ. ჩიბათი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 30 იანვარი, 1965, თბილისი) – პოეტი, პუბლიცისტი. საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც…

გიორგი ჟურული

გიორგი ჟურული (1865-1951) – პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი (ფინანსთა მინისტრი). გ. ჟურული ავტორია მეტად საინტერესო მოგონებებისა. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

სანდრო ჟორჟოლიანი

სანდრო ჟორჟოლიანი (დ. 8 თებერვალი , 1888, ოზურგეთი — 24 ივნისი, 1969, თბილისი) – მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913—1918)…

ნინა ჟვანია

ნინა ჟვანია (1917-1990) – თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე, საქალაქო საბჭოს დეპუტატი. ნინა ჟვანიას შესახებ თბილისში ლეგენდები დღემდე დადის, მისი გარეგნობა და ხასიათი წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩა ყველასთვის, ვისაც პირადად…

ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანია (დ. 9 დეკემბერი, 1963, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2005, იქვე) – პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა…

გიორგი ჟვანია

გიორგი ჟვანია (1880-1956) პირველი რანგის კაპიტანი, პირველი და მეორე მსოფლიო ომების მონაწილე, შტურმანი. დაიბადა სენაკში, სოფელ თეკლათში. დაამთავრა ფოთის საზღვაო სკოლა. ამის შემდეგ შტურმანია რუსეთის იმპერიის დიდი კაბოტაჟის გემებზე. 1911…

ანდრო ჟორდანია

ანდრო ჟორდანია (დ. 29 დეკემბერი, 1904, თბილისი, – გ. 25 აპრილი, 1974, თბილისი) – ფეხბურთელი და მწვრთნელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. სსრკ-ის სპორტის…

გივი ჟორდანია

გივი ჟორდანია (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი; გ. 2001) – ისტორიკოსი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი. 1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწოფო მუზუმში.…

თედო ჟორდანია

თედო ჟორდანია (დ. 10 აპრილი, 1854, სოფ. მოქვი, ახლანდელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ოქტომბერი, 1916, კასპი) ისტორიკოსი, პედაგოგი, ფილოლოგი და საზოგადო მოღვაწე. 1878 წელს შევიდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, სადაც…