კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ფარნაოზ ბაგრატიონი

ფარნაოზ ბაგრატიონი

ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1775 — გ. 30 მარტი, 1852) – 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა,…

ოთარ ბაკურაძე

ოთარ ბაკურაძე (დ. 14 იანვარი, 1926, თელავი — გ. 22 აგვისტო, 1986, თბილისი) – ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1949 წელს დაამთავრა…

შალერ ბენია

შალერ ბენია (1947-2007) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კათედრის გამგე, აგრარული განათლების და ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიების ნამდვილი წევრი, 202 სამეცნიერო ნაშრომისა და 5 სახელმძღვანელოს ავტორი.…

სერგო ბერია

სერგო ბერია (1924-2000) – სარაკეტო სისტემების ინჟინერ-კონსტრუქტორი, ლავრენტი ბერიას შვილი. დაიბადა თბილისში, ლავრენტი ბერიასა და ნინო გეგეჭკორის ოჯახში. მეორე მსოფლიო ომის დროს ასრულებდა გენშტაბის მნიშვნელოვან დავალებებს ირანსა და თურქეთში. მონაწილეობდა…

ნუგზარ ბეთანელი

ნუგზარ ბეთანელი (1951-2001) – ფსიქოლოგი. სოციალურ-ფსიქოლოგიური ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1987-1991 წელს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური პოლიტიკის კათედრას საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიაში (მოსკოვი). 1990 წელს ჩამოაყალიბა პარლამენტარიზმის სოციალურ-კვლევითი ინსტიტუტი. დაკრძალულია…

იური ბიბილეიშვილი

იური ბიბილეიშვილი (დ. 1 ნოემბერი, 1935, სოფელი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი — გ. 1 აგვისტო, 2017) — პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1962 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით-ქართული ენის,…

არტემ ბოჯგუა

არტემ ბოჯგუა (1902-1957) – საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი) 1936-1948 წწ. დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1934 წელს. 1923 წლამდე მუშაობდა სოფლად; 1924-1929წწ. მსახურობდა ქ. თბილისში, კავალერისტთა პოლკში; მუშაობდა…

ვახტანგ ბურკაძე

ვახტანგ ბურკაძე (1931-2009) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1954 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1973 წლიდან არის სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო კვლევითი…

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი

ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (1909, სურამი― გ. 1 მაისი, 1983, თბილისი) – გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). ა. ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა…

ვასილ  ბარნოვი

ვასილ ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 3 ივნისი , 1856, სოფელი კოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი) — მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თბილისის…