ოთარ გუმბერიძე
ოთარ გუმბერიძე (1933-1993) – პოლკოვნიკი, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საზღვრების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში,წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.
ვალერიან გუნია
ვალერიან გუნია (დ. 21 იანვარი , 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი, 1938, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. საქართველოს სახალხო არტისტი. 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში.…
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი (V ს) – ქართლის მეფე Vს. II ნახევარში. „გორგასალი“ (სპარს. მგლისთავა) სპარსელებმა შეარქვეს. ვახტანგ გორგასალი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი, აღესრულა 60 წლისა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ…
იოსებ გობეჩია
იოსებ გობეჩია (დ. 1879, ქუთაისი — გ. 1963, ლევილი, საფრანგეთი) – პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
გივი გამყრელიძე
გივი გამყრელიძე (1929-2011) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1953 წელს. კოსმოსში გასაშლელი 42 მეტრიანი ანტენის უნიკალური კომპლექსის მშენებლობას (საგურამოში); მონაწილეობდა გამოსაცდელი სტენდების ცალკეული კვანძების შერჩევასა…
გიორგი გორდელაძე
გიორგი გორდელაძე (დ. 17 თებერვალი, 1912, თბილისი — გ. 11 თებერვალი, 1990) – გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965). 1940 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1944 წლიდან. იყო…
ომარ გვასალია
ომარ გვასალია (დ. 31 აგვისტო, 1942, თბილისი — გ. 21 აპრილი, 1992) – კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „ალყა“, „ქართველები ცაში“, „დროებითი მოწმობა“, „ერთგული მეგობარი“ და სხვა. დაამთავრა ვგიკის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო…
დამიანე გოგოხია
დამიანე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი. საზოგადოება “ცოდნის” გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს მინისტრთა საბჭოს…
თემურ (თიო) გაბუნია
თემურ (თიო) გაბუნია (1956-93) – ვახტანგ გორგასლის 1 ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ის მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორია. მუშაობდა „თბილზნიეპ“-ში, საპროექტო ინსტიტუტში „ტურისტპროექტი“, „საქქალაქმშენსახპროექტი“, არქიტექტურულ სტუდიაში…
ევგენია გელოვანი
ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.