კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • სულიკო თორთლაძე

სულიკო თორთლაძე

სულიკო თორთლაძე (20.11.1919, ქუთაისი – 04.05.1982) კალათბურთელი, თამაშობდა ქუთაისის “დინამოსა” (1938-40, 44) და თბილისის “დინამოში” (1945-52). სსრკ ჩემპიონი (1950), მეორე (1947) და მესამე (1948) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1949). ბავშვთა…

ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი

ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი (1849, თბილისი ― გ. 7 თებერვალი/1932) საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თბილისში დაამთავრა ჯერ ფავრის პანსიონი, შემდეგ ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი (1865). იყო “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”…

გურამ თამაზაშვილი

გურამ თამაზაშვილი (1953-2009) მომღერალი. ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი. დაკრძალულია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სამებაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა მერაბ ბლადაძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი

რევაზ ბაირამაშვილი-თარხნიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1929, თბილისი, — გ. 30 მაისი, 2012) – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1959). 1953 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1953-იდან მუშაობს “თბილქალაქპროექტში” (1979-იდან – პროექტის…

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი

ეკატერინე თარხნიშვილი–გაბაშვილი (დ. 16 ივნისი, 1851, გორი — გ. 7 აგვისტო, 1938, სოფ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე. 1869 წელს დაამთავრა ფავრის კერძო პანსიონი თბილისში (1868). პირველი…

ივანე თარხნიშვილი

ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი; 1846, თბილისი, – 1908, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) ფიზიოლოგი. 1863-1864 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. მეცნიერული მუშაობა ფიზიოლოგიაში სტუდენტობიდანვე…

მიხეილ თარხნიშვილი

მიხეილ თარხნიშვილი (1897-1958) თეოლოგი, მკვლევარი, სასულიერო პირი, ფილოლოგი. დაიბადა ახალციხეში. აწყებითი განათლება სკრას სახალხო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც, 1913 წელს, ქართველმა კათოლიკე ბერებმა სტამბოლში არსებულ სამონასტრო სკოლაში (ფერი-ქოა) სასწავლებლად შეარჩიეს.…

თამარ თარხნიშვილი

თამარ თარხნიშვილი (1910-1984) მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. გადაღებულია ფილმში “ხარება და გოგია”. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მომღერალი – მარო თარხნიშვილი (1891-1969)

ლექსო თორაძე

ლექსო თორაძე (1952-2022) – მუსიკოსი. დაიბადა თბილისში, 1952 წლის 30 მაისს, კომპოზიტორ დავით თორაძისა და კინომსახიობ ლიანა ასათიანის ოჯახში. 1983 წლიდან მუსიკოსი ცხოვრობს აშშ-ში და ეწევა ნაყოფიერ საშემსრულებლო და პედაგოგიურ…

ნინო თოიძე

ნინო თოიძე (1966-1989) – 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, რა დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და…