კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

თვე: იანვარი 2025

  • Home
  • ნოდარ ადეიშვილი

ნოდარ ადეიშვილი

ნოდარ ადეიშვილი (1935-2010) – პოეტი. დაამთავრა თბილისის სასოფლი–სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს. პირველი ლექსი გამოაქვეყნა სამტრედიის გაზეთ “წინსვლაში” 1950 წელს. ნოდარ ადეიშვილის ეკუთვნის ლექსთა კრებულები: “შენ დამრჩი საფერებელი”(1972), “თოვლის სინათლე”(1976), “ღამის…

აპოლონ ადონია

აპოლონ ადონია (1930 − 2008) – პოეტი. დაიბადა სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ); გამოცემულია მისი სამი პოეტური კრებული: „შენი ღიმილი”, „ხილვა პირველი” და ,„გაელვებიდან გამომზირალი”. პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება, მათ შორის…

შალვა  აფხაიძე

შალვა აფხაიძე (დ. 20 ივლისი, 1894, ძუყნური, ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 19 თებერვალი, 1968, თბილისი) — პოეტი და ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1917…

ნუგზარ აფხაზავა

ნუგზარ აფხაზავა (1935-2003) – ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგი და ჟურნალისტი, მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულის ავტორია. დაკრძალულია თბილისში, ჯიქიას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო…

ნიკა აგიაშვილი

ნიკა აგიაშვილი (1903-1984) – მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ჟურნალ–გაზეთების: “ახალგაზრდა კომუნისტის”, “სტალინელის” (“ახალი ქუთაისი”), “ჩვენი თაობის”, “კომუნისტის” და “დროშის” რედაქციებში. იგი წლების…

ჯემალ აჯიაშვილი

ჯემალ აჯიაშვილი (დ. 23 მარტი, 1944, სენაკი, — გ. 5 იანვარი, 2013, ისრაელი) — ქართველი ებრაელი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992), ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი (1992,…

მიხეილ ალავიძე

მიხეილ ალავიძე (1916-1996) – მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს და ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1938 წელს. 1938 წელს დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში ასისტენტად, შემდეგ უფროს…

ვლადიმერ ალფენიძე

ვლადიმერ ალფენიძე (ლადო ბახტრიონელი) (1937-2002) – მწერალი, ჟურნალისტი. დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კომკავშირის გალის რაიონის პირველ მდივნად, გაზეთ “მებრძოლი გუშაგისა” და “ბოევოი…

შალვა  ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი (დ. 15 იანვარი, 1887, ხურვალეთი, გორის მაზრა ― გ. ივლისი, 1943, პარიზი) — პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს…

შალვა ამისულაშვილი

შალვა ამისულაშვილი (დ. 15 აპრილი, 1915, თელავი — გ. 27 მაისი, 1981, თბილისი) — პოეტი, ბელეტრისტი. 1940 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და აქედან მოყოლებული ორმოცი წლის…