კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ვლადიმერ მესხეთელი (ჭოღოშვილი)

ვლადიმერ მესხეთელი (ჭოღოშვილი)

ვლადიმერ მესხეთელი (ჭოღოშვილი) (1902-1957) თეატრალური მოღვაწე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ელიზავეტპოლში. გიმნაზია დაამთავრა თბილისში და მოღვაწეობა დაიწყო იუჟინის სტუდიაში. 1942 წლიდან მოსკოვის ამხატვრო აკადემიური თეატრის დირექტორი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.

გრიგოლ წულუკიძე

გრიგოლ წულუკიძე (1889-1950) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი. 1913 წელს დაამთავრა ქ. ლეობენის უმაღლესი სამთო სასწავლებელი და იმჟამად რუსეთის იმპერიაში მოქმედი კანონის გამო იძულებული შეიქმნა…

გიორგი ხაჭაპურიძე

გიორგი ხაჭაპურიძე (1892-1957) ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთვრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1918 წელს. 1917-1920წწ. მუშაობდა რსფსრ განათლების სახალხო კომისარიატში; 1921-1924წწ. საქართველოს მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსად. 1924 წლიდან აქტიურად ებმება…

თინათინ ყაუხჩიშვილი

თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011) – მეცნიერი და ფილოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის…

სიმონ ყაუხჩიშვილი

სიმონ ყაუხჩიშვილი (დ. 14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი) – ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი…

ნოჟერი ჭონიშვილი

ნოჟერი ჭონიშვილი (1926-1987) საქართველოს დამსახურებული არტისტი, რუსეთის სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში, 1942 წლიდან მოღვაწეობს თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსულ თეატრში. 1962 წლიდან მოღვაწეობს რუსეთში, ტულის თეატრში, ხოლო 1966 წლიდან – ომსკის…

ბაადურ წულაძე

ბაადურ წულაძე (დ. 5 მარტი, 1935, ბათუმი, — გ. 13 მაისი, 2018, თბილისი) – მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968), ბათუმის საპატიო…

ცეცილია წუწუნავა

ცეცილია წუწუნავა (დ. 12 მაისი, 1892, ოზურგეთი — გ. 5 სექტემბერი, 1956, თბილისი) თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლა დაიწყო სოფელ გურიანთაში, განაგრძო ჯერ ოზურგეთში, შემდეგ ბათუმში, ბოლოს…

კოხტა ყარალაშვილი

კოხტა ყარალაშვილი (დ. 24 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1947, (დაიღუპა ავტოავარიაში კახეთში)) კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა ეძებდა ერთ-ერთი ეპიზოდური როლის შემსრულებელს კინოფილმ „ხანუმასათვის“. არჩევანი…

ალექსანდრე წუწუნავა

ალექსანდრე წუწუნავა (დ. 28 იანვარი, 1881, ლიხაური — გ. 25 ოქტომბერი, 1955, თბილისი) – რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1934). 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში. 1901-05 წლებში თბილისის ქართულ თეატრში.…