კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • ევგენია გელოვანი

ევგენია გელოვანი

ევგენია გელოვანი (1926-2004) – მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი. სწავლობდა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელში 1936–1945 წლებში; 1945–1966წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა; დაკრძალულია მოსკოვში, ვოსტრიაკოვსკის სასაფლაოზე.

ნოე ავალიანი

ნოე ავალიანი (1922-2010) – ბალეტისა და კინოს მსახიობი. 1957 წელს დაამთავრა სახელმწიფო ხელოვნების აკადემია. 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობი. დაკრზალულია მოსკოვში, ვედენოს სასაფლაოზე.

მიხეილ პაპავა

მიხეილ პაპავა (1906—1975) – სცენარისტი, ჟურნალისტი, კრიტიკოსი. დაიბადა ხარკოვში. 1931 წელს დაამათავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა “მოსფილმში”. 1950 წელს მიიღო სტალინური პრემია. დაკრძალულია მოსკოვში, დონის სასაფლაოზე.

ამირან ქადიეშვილი

ამირან ქადიეშვილი (1936-2021) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1953-1985წწ. მოღვაწეობდა ოზურგეთის წუწუნავას სახელობის თეატრში და თეატრ “ძველი სახლის” სცენაზე. 1970 წლიდან მუშაობს კინოში, სხვადასხვა ჟანრის ფილმებში. დაკრძალულია თბილისში, მახათას პანთეონში.

ლევან გურიელი

ლევან გურიელი (1824-1888) – გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855). დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

ნოდარ გუჯაბიძე

ნოდარ გუჯაბიძე (1929-2015) – გენერალ–მაიორი, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი. დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი 1950 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს; ვოროშილოვის სახელობის სსრკ შეიარაღებული გენშტაბის სამხედრო აკადემია…

ალიოშა გობრონიძე

ალიოშა გობრონიძე (1925-1984) – მილიციის გენერალ-მაიორი, შსს დამსახურებული მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1974-1980) დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

ვლადიმერ ხუბულური

ვლადიმერ ხუბულური (1908-1982) – გენერალ-მაიორი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. დიდი…

შალვა მშველიძე

შალვა მშველიძე (დ. 15 მაისი, 1904, თბილისი — გ. 5 მარტი, 1984, თბილისი) – კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი (1942, 1947). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1930 წელს. 1929…

დავით რუსიშვილი

დავით რუსიშვილი (1949-2006) – დირიჟორი, სმოლენსკის სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი. დაკრძალულია სმოლენსკში.