კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები

  • Home
  • თამაზ ბეჟანიძე

თამაზ ბეჟანიძე

თამაზ ბეჟანიძე (დ. 1941, ბათუმი — გ. 2012, ბათუმი) – მოცეკვავე, ქორეოგრაფი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი…

ალექსანდრე ჯიჯეიშვილი

ალექსანდრე ჯიჯეიშვილი (1915-1991) – ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი. ცეკვა შეისწავლა ქ. ფოთში არსებულ ცეკვის შემსწავლელ სტუდიაში, მოგვიანებით – ილიკო სუხიშვილთან; 1932 წელს იყო ქ. ფოთის ეთნოგრაფიული გუნდის მოცეკვავე და ხელმძღვანელი;…

ალექსანდრე ლაფაური

ალექსანდრე ლაფაური (1926-1975) ბალეტმაისტერი დაიბადა 1926 წლის 15 ივნისს მოსკოვში. მამა თბილისელი ჰყავდა, დედა – რიმა ვლადიმიროვა, მოსკოვის მკვიდრი იყო. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1944, პედაგოგი: ნ.ი. ტარასოვი) და მოსკოვის…

ეკატერინე სოხაძე

ეკატერინე სოხაძე (დ. 16 მარტი, 1907, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1984) საოპერო მომღერალი (სოპრანო), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი. 1925–1928 წლებში სიმღერას ეუფლებოდა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებელში. 1930 წელს დაამთავრა ვანო…

ვარლამ სიმონიშვილი

ვარლამ სიმონიშვილი (დ. 1884, შემოქმედი — გ. 23 მარტი, 1950) – მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1901 წლიდან ვარლამ სიმონიშვილი ფილიმონ ქორიძესთან ერთად გალობის მასწავლებლად მუშაობდა.…

ლელა სიხარულიძე

ლელა სიხარულიძე (1961-1997) მომღერალი. 90-იანი წლების საკონცერტო ესტრადაზე პირველი საკონცერტო შოუ მწვანეთვალება და ქერათმიანმა ლელა სიხარულიძემ დადგა. “ზაფხული იყო, აგვისტო. მე და ბებია-ბაბუა გურიაში ვიყავი. მოვიდა ნათესავი და გვითხრა, ლელას…

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე

ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე (დ. 1874, ხოვლე — გ. თბილისი, 1939) ლოტბარი, მომღერალ-მგალობელი. დაიბადა სოფელ ხოვლეში (დღევანდელი კასპის რაიონი) 1874 წელს, სიმღერა მამამ შეასწავლა, დაწყებითი განათლება სოფელ ხოვლეს ორკლასიან სასწავლებელში მიიღო.…

ვანო სარაჯიშვილი

ვანო სარაჯიშვილი (1879-1924) მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1887 წლიდან სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, 1888-1895წწ. მღეროდა მოსწავლეთა გუნდში; 1898-1900წწ. იყო ქართული ხალხური გუნდის ხელმძღვანელი ს. კავსაძე) მომღერალი-სოლისტი; 1903 წელს პეტერბურგს გაემგზავრა…

დავით ბადრიძე

დავით ბადრიძე (დ.23 მარტი, 4 აპრილი, 1899, ქუთაისი ― გ. 26 იანვარი, 1987, მოსკოვი) მომღერალი (ლირიკული ტენორი) და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1943). 1924 წელს დაამთავრა თსუ სამედიცინო ფაკულტეტი, 1926…

ზაურ ბოლქვაძე

ზაურ ბოლქვაძე (1933-2010) ანსამბლ “ქართული ხმების” სოლისტი. „ქართულ ხმებში“ 1986 წლიდან მღეროდა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი ”ქართულ ხმებთან” ერთად საქართველოსა და უცხოეთში გამართულ უამრავ კონცერტში მონაწილეობდა.…