კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

სამხედროები

  • Home
  • პაატა დათუაშვილი

პაატა დათუაშვილი

პაატა დათუაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1954, ყვარელი, — გ. 25 იანვარი, 1995, მოსკოვი) – გენერალ-მაიორი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი (1975), მოსკოვის სამხედრო–საარტილერიო აკადემია…

ლევან გურიელი

ლევან გურიელი (1824-1888) – გენერალ-ლეიტენანტი, ყირიმის და რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე, გურიის და იმერეთის რაზმის უფროსი (1877-1878), ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილე (1878), ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი (1853-1855). დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

ნოდარ გუჯაბიძე

ნოდარ გუჯაბიძე (1929-2015) – გენერალ–მაიორი, ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი. დაამთავრა თბილისის ქვეითი ჯარების სასწავლებელი 1950 წელს; ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს; ვოროშილოვის სახელობის სსრკ შეიარაღებული გენშტაბის სამხედრო აკადემია…

ალიოშა გობრონიძე

ალიოშა გობრონიძე (1925-1984) – მილიციის გენერალ-მაიორი, შსს დამსახურებული მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა მინისტრი (1974-1980) დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

ვლადიმერ ხუბულური

ვლადიმერ ხუბულური (1908-1982) – გენერალ-მაიორი. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1939 წელს. მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940), დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში. დიდი…

ივანე გოლაშვილი

ივანე გოლაშვილი (1975-2017) – კაპიტანი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი. ვანო გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. დაკრძალულია მუხათგვერდში, საძმო სასაფლაოზე.

გივი გაბლიანი

გივი გაბლიანი (დ. 19 დეკემბერი, 1915, მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 აპრილი, 2001, ნორზ-ადამსი, მასაჩუსეტსი, აშშ) — სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი. დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა…

ივანე ბაგრატიონი

ივანე ბაგრატიონი (1726-1781) – სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი, პეტრე ბაგრატიონის მამა. ივანე) ვახუშტის ძე ბაგრატიონი იყო რუსეთის არმიის გენერალ-პორუჩიკი, ვახუშტი ბატონიშვილის ძე. აღიზარდა რუსეთში. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტთან არსებულ გიმნაზიაში.…

პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ბაგრატიონი (რუს. князь Пётр Ива́нович Багратио́н) (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი — გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი). რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის…

გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი)

გიორგი ბერიევი (ბერიაშვილი) (დ. 31 იანვარი/13 თებერვალი, 1903, თბილისი ― გ. 12 ივლისი, 1979, მოსკოვი) – ავიაკონსტრუქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი. 1930 წელს დაამთავრა კალინინის სახელობის ლენინგრადის…