კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მწერლები და პოეტები

  • Home
  • სოლომონ თავაძე

სოლომონ თავაძე

სოლომონ თავაძე (დ. 11 ივლისი , 1890, ჩოჩხათი, ოზურგეთის მაზრა — გ. 28 მაისი, 1960, თბილისი) – მწერალი, რევოლუციონერი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. გაჭირვებამ საშუალება არ მისცა ესწავლა სკოლაში. 1904…

სოსო პაიჭაძე

სოსო პაიჭაძე (1943-1994) – მწერალი. დაიბადა ბათუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1965 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორის…

ბერდია ბერიაშვილი

ბერდია ბერიაშვილი (1938-1992) – პოეტი, ჟურნალისტი. დაამთავრა ლაგოდეხის რაიონში პროფესიული სასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს. სტუდენტობისას უკვე ცნობილი პოეტი იყო. მუშაობდა საქართველოს რადიოს კორესპონდენტად, გაზეთ “სოფლის ცხოვრების”…

ალექსანდრე შანიძე

ალექსანდრე შანიძე (1907-1994) – პედაგოგი, პოეტი, საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. 1926-1929წწ. მუშაობდა წერა-კითხვის სალიკვიდაციო სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის მასობრივი განყოფილების გამგე, შემდეგ – განსახკომის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა…

ალექსანდრე აბაშელი

ალექსანდრე (ისააკ) აბაშელი (ნამდვილი გვარი ჩოჩია) (15 აგვისტო, 27 აგვისტო, 1884, სოფელი საჩოჩიო, აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 27 სექტემბერი, 1954, თბილისი) – პოეტი, პირველი ქართველი ფანტასტი მწერალი. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის…

ივანე გვარამაძე

ივანე გვარამაძე (1831-1912) – ეთნოლოგი, მწერალი, პუბლიცისტი. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1850 წელს დაარსებული იყო სამონასტრო სასწავლებელი “ფერიქოა”; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ…

მალხაზ დათუკიშვილი

მალხაზ დათუკიშვილი (1962-2023) – მწერალი. ფსევდონიმი -შორეთელი. ქართულ-კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

კიტა აბაშიძე

კიტა აბაშიძე (დ. 16 (28) იანვარი, 1870, სოფელი ლესა, ოზურგეთის მაზრა — გ. 17 (30) დეკემბერი, 1917, თბილისი) — ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ქართველ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთი…

ანზორ აბულაშვილი

ანზორ აბულაშვილი (დ. 3 მაისი, 1932, ჯუგაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი – გ. აგვისტო, 2013) — პოეტი და ფილოლოგი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს.…

ლადო  მრელაშვილი

ლადო მრელაშვილი (დ. 8 მარტი, 1926, იყალთო, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი — გ. 2006) — მწერალი. 1950 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. პირველი ლექსი „ლაზი…