კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ექიმები

  • Home
  • მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი

მიხეილ ასათიანი (დ. 10 მაისი, 1882, თბილისი ― გ. 20 იანვარი, 1938) – ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, მეცნიერული ფსიქიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართვლოში. 1907 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და მუშაობა…

ოთარ ბურჯანაძე

ოთარ ბურჯანაძე (დ. 26 აგვისტო, 1923, ჭიათურა — გ. 25 სექტემბერი, 1975, თბილისი) – ექიმი, ქირურგი, პროფესორი (1973), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990), სტალინის სახელობის სტიპენდიატი,…

სიმონ ჩხაიძე

სიმონ ჩხაიძე (1921-2001) – საქართველოს დამსახურებული ექიმი. დაიბადა აცანაში, დაამთავრა ბათუმის პირველი სკოლა, ხოლო შემდეგ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დასრულებისთანავე გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც მეთაურობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ…

სიმონ გოგიტიძე

სიმონ გოგიტიძე (1872-1927) – გამოჩენილი პირველი ქართველი პედიატრი. დაიბადა სოფელ ჭალაში (მახარაძის რაიონი). 1897 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ჩერნოვის (კიევი) სკოლის წარმომადგენელი. სადისერტაციო შრომა – „О переходе…

ანტონ ფალიაშვილი

ანტონ ფალიაშვილი (1884-1957) – სამხედრო ექიმი. ზაქარია და ივანე ფალიაშვილების ძმა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლევან ხიზანიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

ვასილ ანდღულაძე

ვასილ ანდღულაძე (1898-1958) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1939). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი. 1938–1958წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევდიკული…

ოთარ ანჯაფარიძე

ოთარ ანჯაფარიძე (დ. 12 თებერვალი, 1920, ბათუმი-1996) – ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1998). 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943-1946 წლებში…

იოსებ ჩარკვიანი

იოსებ ჩარკვიანი (1888-1959) – მეან-გინეკოლოგი, აჭარაში სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბათუმის ქალაქის მთავარი მეან-გინეკოლოგი, აჭარის ასსრ რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. დაიბადა დაბა საჩხერეში. 1914 წელს…

ივანე გომართელი

ივანე გომართელი (1875-1938) – ექიმი, კრიტიკოსი, მწერალი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, პირველი სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1899 წელს. 1900-იდან მუშაობდა ექიმად სოფ. ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ…

სიმონ გირგოლავა

სიმონ გირგოლავა (1881-1957) – ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა კავშირის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაიბადა თბილისში. 1904 წელს დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია. ქირურგის რანგში მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, ხალხინ…