ვლადიმერ ბალაძე
ვლადიმერ ბალაძე (1952-2026) – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2006-2007წწ. – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1976წწ. – თბილისის ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევითი…
შოთა ჩართოლანი
შოთა ჩართოლანი (1932-2010) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ასპირანტურა 1963 წელს. 1956-1963წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრში და…
ცეცილია კალანდაძე
ცეცილია კალანდაძე (1914-2001) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიი ფაკულტეტი 1938 წელს. 1937-1938წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგედ; 1939-1941წწ.…
ამირან ცამციშვილი
ამირან ცამციშვილი (1923-2006) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1950 წელს. სწავლობდა ქართული კულტურის და ქართველთა წვლილს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში, გამოქვეყნებული აქვს…
გივი ინანიშვილი
გივი ინანიშვილი (1937-2022) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. 1987 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის…
გურამ ჩაგანავა
გურამ ჩაგანავა (დ. 25 დეკემბერი, 1941, უგლოვოე — გ. 11 იანვარი, 2025) – ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. 1969 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენის, ლიტერატურისა და ინგლისური ენის…
გრივერ ფარულავა
გრივერ ფარულავა (დ. 5 ივლისი, 1936 — გ. 11 აგვისტო, 2020) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული…
გრიგოლ ხავთასი
გრიგოლ ხავთასი (1903-1990) – ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. 1961-1985წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის გამგე.…
გურამ ლებანიძე
გურამ ლებანიძე (1935-2021) – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის განყოფილება. იკვლევდა რომანულ ენებს, ასევე ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის…
ვალერიან რამიშვილი
ვალერიან რამიშვილი ( დ. 14 იანვარი, 1907, დიდი ვანი – გ. 14 ნოემბერი, 1990) – მეცნიერი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). დაკრძალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში.