კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მსახიობები

  • Home
  • მამუკა კიკალეიშვილი

მამუკა კიკალეიშვილი

მამუკა კიკალეიშვილი (დ. 10 აგვისტო 1960 — გ. 3 მაისი 2000) – მსახიობი. 1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს…

გრიგოლ კოსტავა

გრიგოლ კოსტავა (1907-1979) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მუშაობდა ქუთაისის დრამატულ თეატრში; 1928–1931, 1935–1945, 1956–1979წწ. იყო სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. წარმატებით ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს…

თეიმურაზ ჩირგაძე

თეიმურაზ ჩირგაძე (დ. 5 სექტემბერი, 1928 — გ. 1999) – ექიმი-პარაზიტოლოგი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერების აკადემიის წევრი (1994), მედიცინის მეცნიერების კანდიდატი (1965). თბილისის საპატიო მოქალაქე (1995). 1951 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო…

პიერ კობახიძე

პიერ კობახიძე (დ. 29 ივნისი, 1906, ზუგდიდი — გ. 17 აგვისტო, 1963, სოხუმი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1924 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას სტუდია და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის…

ოთარ კობერიძე

ოთარ კობერიძე (დ. 17 დეკემბერი, 1924, თბილისი — გ. 9 მარტი, 2015, თბილისი) – მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოხალისედ წავიდა ფრონტზე, 1943 –…

აკაკი კვანტალიანი

აკაკი კვანტალიანი (დ. 14 დეკემბერი/27 დეკემბერი, 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი) მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967). 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა…

ეროსი მანჯგალაძე

ეროსი მანჯგალაძე (დ. 3 მარტი 1925, სამტრედია — გ. 26 იანვარი, 1982, თბილისი) – მსახიობი და სპორტული კომენტატორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1961). 1941 წელს თბილისის 34-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ…

ზინაიდა კვერენჩხილაძე

ზინაიდა კვერენჩხილაძე (დ. 25 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 2 სექტემბერი, 2011) – მსახიობი. 1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური…

მზია კვირიკაშვილი

მზია კვირიკაშვილი (დ. 27 იანვარი, 1949 — გ. 28 ივლისი, 2010, თბილისი) ესტრადის მსახიობი, საქართველოს „სიცილის დედოფლად“ წოდებული. იუმორისტული პროექტის — „იუმორინას“ ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი. მზია კვირიკაშვილი თბილისში,…

მიხეილ ლალაშვილი

მიხეილ ლალაშვილი (1917 – 2009) საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცირკის მსახიობი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო მუშობა მოსკოვის ცირკში ჟონგლიორ-ეკვილიბრისტად. 1968 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის ცირკს. 1984 წლიდან პენსიაშია, ცხოვრობდა მოსკოვში.…