კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

დოროთე შამათავა

დოროთე შამათავა (1913-1978) – ტეხურის მეურნეობის დირექტორი, შრომის გმირი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1966 წელს მიენიჭა შრომის გმირის წოდება. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

მიხაკო ორაგველიძე

მიხაკო ორაგველიძე (1910-1996) – კოლმეურნეობის თავმჯდომარე 1938 წლიდან, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს სსრ მეოთხე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაკრძალულია შრომაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამთა კვაჭანტირაძემ.

თამარ მარჯანიშვილი

თამარ მარჯანიშვილი (დ. 1 აპრილი, 1869, — გ. 10 ივნისი, 1939) – სასულიერო პირი. 1899 წელს თამარი მონაზვნად აღიკვეცა და საეკლესიო სახელად იუვენალია ეწოდა. 1902 წელს იღუმენია იუვენალია–უფროსი გადაყვანილ იქნა…

იასონ კაპანაძე

იასონ კაპანაძე (1874-1962) – სასულიერო პირი, 1922 წელს იასონ კაპანაძემ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის (ხელაია) მიერ, გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მემორანდუმი უცხოეთში წაიღო. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი; თბილისის სასულიერო სემინარია 1894 წელს.…

დავით IV აღმაშენებელი

დავით IV აღმაშენებელი (1073-1125) – წმინდანი, ყველაზე დიდი ქართველი. 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავით IV, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. იგი დაიბადა 1073 წელს,…

ფარნაოზ ბაგრატიონი

ფარნაოზ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 1775 — გ. 30 მარტი, 1852) – 1801 წელს თავის უფროს ძმასთან იულონთან ერთად ებრძოდა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 1805 წელს ვორონეჟში გადაასახლეს. შემდეგ პეტერბურგში ცხოვრობდა,…

დარეჯან დადიანი

დარეჯან დადიანი (დ. 20 ივლისი, 1734 — გ. 8 ნოემბერი, 1807) – ქართლ-კახეთის დედოფალი, მეფე ერეკლე II-ს მესამე ცოლი. დარეჯანი ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ სამეფო ტაზტზე თავისი შვილები დაემკვიდრებინა. ამ…

პეტრე ხარისჭირაშვილი

პეტრე ხარისჭირაშვილი (დ. 1804, (1818) — გ. 1892, სტამბოლი) — აბატი პეტრა. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი. პეტრე ხარისჭირაშვილი XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში დაიბადა, ერთი ცნობით 1804…

მიხეილ თამარაშვილი

მიხეილ თამარაშვილი, ერისკაცობაში ალექსანდრე პეტრეს ძე თამარაშვილი (იტალიაში ცნობილი იყო, როგორც მიქელ თამარათი) (დ. სექტემბერი, 1858, ახალციხე — გ. 16 სექტემბერი, 1911, სოფ. სანტა-მარინელა, იტალია) – მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე,…

ივანე გვარამაძე

ივანე გვარამაძე (1831-1912) – ეთნოლოგი, მწერალი, პუბლიცისტი. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც 1850 წელს დაარსებული იყო სამონასტრო სასწავლებელი “ფერიქოა”; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ…