გურამ მელივა
გურამ მელივა (1933-2014) – რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, “ხელოვნების ქურუმის” წოდების მფლობელი. 1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი, 1964 წელს დაამთავრა ლენინგრადის კონსერვატორია – საოპერო…
გრიგოლ მრავლაძე
გრიგოლ მრავლაძე (1909-1980) – რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1926 წელს, თბილისის მე-4 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ თბილისის მუშათა(1926-1928), თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული(1928-1930), ქუთაისის(1931-1932) თეატრებში. 1932-1933 წლებში…
ვახტანგ მჭედლიშვილი
ვახტანგ მჭედლიშვილი (მჭედელოვი) (1884-1924) – რეჟისორი და თეატრალური პედაგოგი. დაიბადა ბათუმში. 1904 წლიდან მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1923 წელს მოსკოვში დააარსა ქართული თეატრალური სტუდია. დაკრძალულია მოსკოვში.…
ბორის ნებიერიძე
ბორის ნებიერიძე (1942-2008) – კინორეჟისორი, უკრაინის დამსახურებული ხელოვანი. დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის კინომეტოგრაფიის ინსტიტუტში. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.
მიხეილ ქორელი
მიხეილ ქორელი (ქორიძე) (დ. 8 ნოემბერი, 1876, მილანი — გ. 27 მაისი, 1949, თბილისი) – რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა XIX საუკუნის ქართული მუსიკალური კულტურის ცნობილი მოღვაწის ფილიმონ ქორიძის…
ნიკოლოზ სანიშვილი
ნიკოლოზ სანიშვილი (დ. 24 დეკემბერი, 1902 — გ. 26 ოქტომბერი, 1995)- რეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1964). დაიბადა 1902 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში. დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი.1921–1924 წლებში…
ამირან შალიკაშვილი
ამირან შალიკაშვილი (1939-2018) – ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებელი, მსახიობი, რეჟისორი. 1960 წელს დაამთავრა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის სარეჟისორო ფაკულტეტი, 1964 წელს – თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამის მსახიობის სპეციალობით. 1961 წლიდან…
გრიგოლ სულიაშვილი
გრიგოლ სულიაშვილი (1894-1960) – ქუთაისის თეატრის რეჟისორი. დაამთავრა მოსკოვის ქართული დრამატული სტუდია 1926 წელს. იყო თბილისის მუშათა თეატრის რეჟისორი. 1928 წლიდან მიიწვიეს მეორე სახელმწიფო თეატრში, იმუშავა კ. გუცკოვის “ურიელ აკოტას”,…
ვახტანგ ტაბლიაშვილი
ვახტანგ ტაბლიაშვილი (დ. 16 მაისი 1914 — გ. 28 მაისი, 2002) – რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945), საქართველოს სახალხო არტისტი (1969). დაამთავრა მოსკოვის ანატოლი ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო…
სტეფანე მხარგრძელი
სტეფანე მხარგრძელი (1924-2013) – პოეტი, სცენარისტი, პუბლიცისტი. ფსევდონიმი – არღუნი. დაიბადა გურჯაანში, სოფელ ველისციხეში. 1942 წელს დაამთავრა სკოლა და მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც მუშაობდა საფრონტო გაზეთების რედაქციებში. 1954 წლიდან…