სავლე აბულაძე
სავლე აბულაძე (1890-1964)- მწერალი, პოეტი, პედაგოგი. ეწეოდა საზოგადოებრივ და ლიტერატურულ–პედაგოგიურ მოღვაწეობას; თანამშრომლობდა გაზეთ – “სახალხო საქმეში”, “ზვირთში”, “ჯარის–კაცში”, “მხედარში”, “მომავალში”, “საქართველოს განათლების მუშაკში”; 1911 წელს იყო კიცხის სკოლის მასწავლებელი; 1912…
თენგიზ აბულაძე
თენგიზ აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი — გ. 6 მარტი, 1994, თბილისი) კონორეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. 1943–1946…
იუსტინე აბულაძე
იუსტინე აბულაძე (დ. 5 აპრილი/17 აპრილი, 1874 სოფელი როკითი, ბაღდათის რაიონი — გ. 1 ივნისი, 1962, თბილისი) – ფილოლოგი, ირანისტი და რუსთველოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული…
ილია აბულაძე
ილია აბულაძე (დ. 24 ნოემბერი, 1901, სოფელი ზედა საქარა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 9 ოქტომბერი, 1968, თბილისი) – ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი. საქართველოს…
ილია აგლაძე
ილია აგლაძე (აღლაძე) (დ. 1872, თბილისი — გ. 15 ივლისი, 1948, წაღვერი) ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ვერ დაამთავრა, გარიცხეს „მგლის ბილეთით“, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო. მისი…
გოგოთურ აგლაძე
გოგოთურ აგლაძე (1930-2014) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1959–1963წწ. საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარიო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის…
რაფიელ აგლაძე
რაფიელ აგლაძე (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 17 აპრილი, 1989, იქვე) ელექტროქიმიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი. სკოლა…
დავით აგლაძე
დავით აგლაძე (დ. 18 (31) იანვარი, 1900, თბილისი ― გ. 7 აგვისტო, 1976) ზოოტექნიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1925), პროფესორი (1930). 1925 წელს დაამთავრა ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია) ზოოტექნიკური ინსტიტუტი. 1925–1947…
ალექსანდრე ალადაშვილი
ალექსანდრე ალადაშვილი (დ. 17 ივნისი/30 ივნისი, 1876, სოფ. არბოშიკი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ― გ. 29 ივნისი, 1950, თბილისი) ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1911), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი…
ალექსანდრე ალექსიძე (სონღულაშვილი)
ალექსანდრე ალექსიძე (ნამდვილი გვარი სონღულაშვილი) (დ. 1874, თბილისი ― გ. 27 დეკემბერი, 1934, იქვე), პირველი ქართველი პროფესიონალი მოცეკვავე. 1895 წელს პარიზში, რუსულ ეთნოგრაფიულ გამოფენაზე ქართული ცეკვების შესრულებისათვის ოქროს დიდი მედლით…