კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • რევაზ კომახიძე

რევაზ კომახიძე

რევაზ კომახიძე (1912-1968) – ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, აჭარის იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მოსკოვის საბჭოთა მშენებლობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1939 წლის ოქტომბრიდან მუშაობს ქობულეთის რაიონის პროკურორად, აჭარის…

ავთანდილ კორძაძე

ავთანდილ კორძაძე (1944-2018) ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ზღვისა და ატმოსფეროს გეოფიზიკური პროცესების მათემატიკური მოდელირების სექტორის ხელმძღვანელი. ევროპის დედამიწის მეცნიერებათა კავშირის…

თამარ კუკავა

თამარ კუკავა (1921-2007) – ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1942 წელს. 1946-1948წწ. მუშაობდა ქ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის…

ომარ კელაპტრიშვილი

ომარ კელაპტრიშვილი (1943-1992) – მუსიკოსი. 1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ “რუსთავის დაარსებიდან”, მისი ღირსეული და უცვლელი…

ლილე კილაძე

ლილე კილაძე (დ. 13 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1978, იქვე) დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1954 წელს წარმატებით დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია პროფესორ ა. გაუკის კლასი…

ვალერიან კილაძე

ვალერიან კილაძე (1913-1986) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისისა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტების კონსულტანტად, ხოლო შემდეგ –…

კლოდ დე კემულარია

კლოდ დე კემულარია (დ. 22 მარტი, 1922, პარიზი — გ. ნოემბერი, 2016) – დიპლომატი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პარიზის პოლიტიკური…

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე (დ. 19 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 15 იანვარი, 2023) – კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980) და უკრაინის დამსახურებული არტისტი…

არჩილ კოსტავა

არჩილ კოსტავა (დ. 12 დეკემბერი, 1937, ქუთაისი — გ. 11 თებერვალი, 2002) – ინჟინერი, გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი. ქუთაისის პირველი პრეფექტი. 1960-1962 წლებში მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნილოგად და კონსტრუქტორად. 1962…

პიერ კობახიძე

პიერ კობახიძე (დ. 29 ივნისი, 1906, ზუგდიდი — გ. 17 აგვისტო, 1963, სოხუმი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1924 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას სტუდია და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის…