კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • იროდიონ ევდოშვილი

იროდიონ ევდოშვილი

იროდიონ ევდოშვილი, (ნამდვილი გვარი ხოსიტაშვილი; დ. 7 მაისი, 1873, სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი — გ. 2 მაისი, 1916, თბილისი) – მწერალი. თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890 წ.) სწავლობდა თბილისის…

ლეო ესაკია

ლეო ესაკია (დ. 27 თებერვალი 1890, ქუთაისი — გ. 27 ივნისი 1969, თბილისი) – მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1966). 1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ…

ალექსანდრე ედიბერიძე

ალექსანდრე ედიბერიძე (1898-1985) – ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1943). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1924 წელს. 1929-1933წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის თერაპიული და…

გიორგი (გურგელი) ეგნატაშვილი

გიორგი (გურგელი) ეგნატაშვილი (დ. 12 მარტი, 1885, თბილისი — გ. 16 იანვარი, 1962) – ქართველი ტანმოვარჯიშე, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი. თავისი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ…

ნუგზარ ენდელაძე

ნუგზარ ენდელაძე (1944-1994) – საქართველოს რაგბის ფედერაციის თავმჯდომარე, „დინამოს” მორაგბეთა კლუბის პრეზიდენტი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსების ერთ-ერთი მოთავე. ნუგზარ ენდელაძე 1944 წლის 29 ნოემბერს დაიბადა, 1971-1986 წლამდე სხვადასხვა…

გოჩა ესებუა

გოჩა ესებუა (1967-1998) – საქართველოს კანონიერი მთავრობის ჩეჩნეთში გადახვეწისას გოჩა ესებუა თავისი ჯარით ჩავიდა ჩეჩნეთში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დასაცავად. იგი ასევე იცავდა იმ დროისთვის, ჩეჩნეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ინტერესებს.პრეზიდენტ ზვიად გამახურდიას…

ნესტორ ესებუა

ნესტორ ესებუა (1864-1931) – ფალავანი, მოჭიდავე. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კულა გლდანელთან შეხვედრებმა. დიდი წარმატებით გამოდიოდა საქართველოსა და რუსეთის ქალაქებში, ასევე სტამბოლსა და პარიზში. აღიარებული იყო…

რეზო ესაძე

რეზო ესაძე (1934-2020) – მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში. 1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო…

ნოდარ ერგემლიძე

ნოდარ ერგემლიძე (1939-1993) საქართველოს დამსახურებული მხატვარი. თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების კათედრის უფროსი მასწავლებელი. აღადგინა 1973 წელს დამწვარი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ცენტრალური ჭაღი და განათების სისტემა. 1981 წელს…

ანზორ ერქომაიშვილი

ანზორ ერქომაიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1940, ბათუმი — გ. 31 მარტი, 2021, თბილისი) – მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,…