კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

  • Home
  • ვარლამ ქელბაქიანი

ვარლამ ქელბაქიანი

ვარლამ ქელბაქიანი (1933-2002) – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ქუთაისის საპატიო მოქალაქე. დაამთავრა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1956 წელს. ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისის…

ვლადიმერ ქემხაძე

ვლადიმერ ქემხაძე (1907-1983) – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში.

შოთა ქემხაძე

შოთა ქემხაძე (1917-1989) – მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. მუშაობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ალგებრას, კერძოდ, ნილპოტენტურ ჯგუფთა თეორიის საკითხებს.…

ნიკო ქორთუა

ნიკო ქორთუა (1922-1998) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თელავის უნივერსიტეტის რექტორი. მის სახელს უკავშირდება თელავში შვიდ ჰექტარზე წიწვოვანი ტყე-პარკის გაშენება. დაკრძალულია თელავის უნივერსიტეტის ეზოში, თავისივე აგებული სასწავლებლის წინ. ფოტოებისა და…

ვენორი ქვაჩახია

ვენორი ქვაჩახია (1925-1982) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1949 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურის კურსი ფილოსოფიის სპეციალობით – 1952 წელს.…

ოთარ ქანდარია

ოთარ ქანდარია (1937-2014) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. უშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. გამოფენებში მონაწილეობდა 1966 წლიდან (ქუთაისი, თბილისი, მოსკოვი, პარიზი). აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“. 2006…

სერგო ქობულაძე

სერგო ქობულაძე (დ. 7 თებერვალი, 1909, ახალციხე — გ. 22 ივლისი, 1978, თბილისი) – საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რუსთაველის პრემიის ლაურეატი. სამხატვრო აკადემიის რექტორი. 1925-1930 წლებში სწავლობდა…

ვახტანგ ქოქიაშვილი

ვახტანგ ქოქიაშვილი (1930-2010) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1956 წელს. 1962-1969წწ, 1974-1979წწ. იყო საქართველოს მხატვართა კავშირის საწარმოო კომბინატის მთავარი მხატვარი, 1963 წლიდან გამგეობის წევრი, მონუმენტურ-საგამფორმებლო…

გიორგი ქუჩიშვილი (ჩხეიძე)

გიორგი ქუჩიშვილი (ჩხეიძე) (დ. 17 (30) ოქტომბერი, 1886, თელავი, ვარდისუბნის თემი, სოფელი მერე — გ. 20 იანვარი, 1947, თბილისი) საბავშვო მწერალი. 1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“.…

ქაზიმ ქოიუნჯუ

ქაზიმ ქოიუნჯუ (თურქ. Kâzım Koyuncu, დ. 7 ნოემბერი, 1972 — გ. 25 ივნისი, 2005) – ლაზი პოლიტოლოგი და მუსიკოსი, რომლის მოღვაწეობამაც დიდი როლი ითამაშა თურქეთში მცხოვრები ლაზების კულტურული ღირებულებების აღდგენა…