კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

Paata Aroshidze

  • Home
  • გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე

გიორგი ქავთარაძე (1945-2024) – არქეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს. ისტორიის ფაკულტეტის არქეოლოგიის კათედრის ასპირანტურა 1971 წელს. 1971-1972წწ. გაიარა წინა აზიის არქეოლოგიის სპეციალური…

ემილ სეხნიაშვილი

ემილ სეხნიაშვილი (1924-1992) – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა თბილსის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი. 1945 წლიდან “საკგაზპროექტის” საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე, განყოფილების…

რევაზ ხოფერია

რევაზ ხოფერია (დ. 14 მაისი, 1931, სენაკი ― გ. 25 აგვისტო, 1993, თბილისი) – გამომგონებელი, ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რევაზ ხოფერია ემსახურებოდა საქართველოში ჩაის გადამუშავების დარგის განვითარებას. თავისი შრომითი…

ნიკოლოზ სლოვინსკი

ნიკოლოზ სლოვინსკი (1903-1989) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ხიდთმშენებელი, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1928 წელს. 1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობათა ინსტიტუტებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი უშუალო…

ვლადიმერ პატეიშვილი

ვლადიმერ პატეიშვილი (1933-2006) – საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე. 1977-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1994 წლიდან ს/ს “საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი. დაამთავრა მოსკოვის…

ნუგზარ იმნაძე

ნუგზარ იმნაძე (1928-1992) – საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1977 წელს. 1944-1951წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა სამშენებლო სამმართველოებში სამუშაოთა…

ომარ გვასალია

ომარ გვასალია (დ. 31 აგვისტო, 1942, თბილისი — გ. 21 აპრილი, 1992) – კინორეჟისორი, რეჟისორი ფილმებისა: „ალყა“, „ქართველები ცაში“, „დროებითი მოწმობა“, „ერთგული მეგობარი“ და სხვა. დაამთავრა ვგიკის სადადგმო ფაკულტეტის სარეჟისორო…

სოსო (კობა) აბზიანიძე

სოსო (კობა) აბზიანიძე (დ. 6 აგვისტო, 1965, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 1992, სოფ. შრომა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი) – საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი, თადარიგის ლეიტენანტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.…

ალექსანდრე დათაშვილი

ალექსანდრე დათაშვილი (1929-2003) – ინჟინერი, შრომის გმირი. 1954 წლიდან მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ “თბილმეტრომშენის” სისტემაში გვირაბგამყვანი ბრიგადის ბრიგადირად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის ყველა რიგისა და სადგურის მშენებლობასა და საექსპლუატაციოდ გადაცემაში; დაკრძალულია…

დამიანე გოგოხია

დამიანე გოგოხია (დ. 26 მაისი, 1919, სოფ. ქვემო ბარღები, გალის მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 2001, თბილისი) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი. საზოგადოება “ცოდნის” გამგეობის თავმჯდომარე. საქართველოს მინისტრთა საბჭოს…