კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

მეზღვაურები და მოგზაურები

  • Home
  • გურამ ნამგალაძე

გურამ ნამგალაძე

გურამ ნამგალაძე (1938-2020) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1961 წელს, ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრებისთანავე საქმიანობა მშობლიური ქალაქის საზღვაო ნავსადგურში დაიწყო. 1968 წლიდან გურამ ნამგალაძე საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში…

აბესალომ ზენაიშვილი

აბესალომ ზენაიშვილი (1920-1996) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული სახელგანთქმული ქართველი ზღვაოსანი – აბესალომ მელიტონის ძე ზენაიშვილი ის პიროვნება გახლდათ, რომლის ცხოვრებისეულ, საბრძოლო და შრომით მაგალითებზე ქართველ მეზღვაურთა მომავალი…

ნიკოლოზ (კოლია) მხატვარი

ნიკოლოზ (კოლია) მხატვარი (1937-1975) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1937 წლის 16 ივნისს დაიბადა, ქალაქ ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში დაბადებულ ნიკოლოზს, მრავალი მისი თანატოლის მსგავსად ბავშვობიდან ზღვისკენ ეჭირა თვალი, ამიტომაც ბევრი არ…

სეით კაპანაძე

სეით კაპანაძე (1900-1956) – შავი ზღვის ფლოტის კონტრ ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კონტრ ადმირალის წოდება მიენიჭა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ბიჭიკო ვარშანიძე

ბიჭიკო ვარშანიძე (1942-2018) – 1993-1999 წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1965 წელს; ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით ნოვოროსიისკის სანაოსნოში მოხვდა.…

იაზონ თუმანიშვილი

იაზონ თუმანიშვილი (ტუმანოვი) (დ. 2 ოქტომბერი, 1883 — გ. 22 ოქტომბერი, 1955) – მეზღვაური, პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტანი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი 1904 წელს; სანაღმო და საარტილერიო…

ალექსანდრე კანანაძე

ალექსანდრე კანანაძე (1916-1999) – საბჭოთა კავშირის გმირი, პირველი რანგის კაპიტანი. 1937 წლიდან საზღვაო ფლოტშია, 1941 წელს დაამთავრა შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 28 აპრილს…

შაბურ გუნია

შაბურ გუნია (1939-2011) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1939 წლის 31 მარტს ფოთში დაბადებულმა ყმაწვილმა , 1954 წელს ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი დაამთავრა და ზღვაში შრომითი საქმიანობა თავდაპირველად შორეულ აღმოსავლეთში,…

გრიგოლ სტურუა

გრიგოლ სტურუა (1904-1963) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ქ. ხერსონის საზღვაო სასწავლებელი 1936 წელს. 1941–1945წწ. სსრკ–გერმანიის ომის დროს იყო შავი ზღვის მოქმედი სამხედრო ფლოტის ლოცმანი; მან პირველმა შეძლო ხომალდი გამჭოლი…

როდამ ჩაჩანიძე

როდამ ჩაჩანიძე (1926-1993) – მწერალი. მეზღვაური. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. მოთხრობათა პირველი კრებული “თეთრი ხომალდი” გამოსცა 1952 წელს. ეკუთვნის რომანები: “გზა ნავსადგურისაკენ მიდის” (1964), “ლურჯი წიგნი”…